"ვნახოთ, მოახერხებს თუ არა "ქართული ოცნება" მიღწეულის კაპიტალიზაციას" - რა არის გახარიას მთავარი გამოწვევა? - კვირის პალიტრა

"ვნახოთ, მოახერხებს თუ არა "ქართული ოცნება" მიღწეულის კაპიტალიზაციას" - რა არის გახარიას მთავარი გამოწვევა?

ის, თუ როგორ გაართვა მთავრობამ თავი კორონავირუსულ ეპიდემიას ქვეყანაში, "ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმატებად ჩაითვალა. შესაბამისად, ხელისუფლების მხარდაჭერა გაიზარდა. საინტერესოა, რამდენად შეძლებს ამ მხარდაჭერის შენარჩუნებას "ქართული ოცნება" არჩევნებამდე, მით უფრო მოსალოდნელი ეკონომიკური პრობლემების ფონზე? - ამ საკითხზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსპერტი მამუკა არეშიძე საუბრობს:

- ჩემი აზრით, "ქართულმა ოცნებამ" კარგი გამოცდილება მიიღო პანდემიასთან ბრძოლისას და ისიც დაინახა, პროფესიონალების მოსმენასა და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებას რამხელა მნიშვნელობა აქვს. ასევე გამოჩნდა გიორგი გახარიას განსაკუთრებული მენეჯერული თვისებები. შესაბამისად, საზოგადოება კეთილგანწყობილია. უმეტესობამ დაინახა, რომ ხელისუფლებამ ქვეყანას დიდი ხიფათი აარიდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს განწყობა შენარჩუნდება არჩევნებამდე, თუნდაც იმიტომ, რომ ეკონომიკური სიდუხჭირე თავის სიტყვას იტყვის, ამიტომ საჭიროა მნიშვნელოვანი პროექტების სწრაფად განხორციელება, სოციალური დახმარების სისტემების დახვეწა და ახალ ნაბიჯებზე ფიქრი. მთავარია, მოქალაქეებმა იგრძნონ ხელისუფლების ზრუნვა. ვნახოთ, მოახერხებს თუ არა "ქართული ოცნება" მიღწეულის კაპიტალიზაციას.

საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ხელისუფლებისა და ოპოზიციის დაპირისპირება არ არის მნიშვნელოვანი, დიდ ნაწილს არც ეს ვითომ პოლიტპატიმრები ანაღვლებს, რურუაზე საერთოდ არაფერს ვიტყვი, ხალხმა ყველაზე ყველაფერი მშვენივრად იცის. ხალხის საფიქრალი დღეს სოციალური თემები, დასაქმება, ეკონომიკური პრობლემებია... დღეს მთავრობის და გახარიას მთავრი გამოწვევა ეკონომიკაა...

წაიკითხეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია სრულად