"საპატრიარქოს გავლენიანი ფიგურანტები ღიად ილაშქრებენ ქართველი ხალხის დასავლური არჩევანის წინააღმდეგ" - კვირის პალიტრა

"საპატრიარქოს გავლენიანი ფიგურანტები ღიად ილაშქრებენ ქართველი ხალხის დასავლური არჩევანის წინააღმდეგ"

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ნიკა მელია აცხადებს, რომ საპატრიარქოს გავლენიანი ფიგურანტები ღიად ილაშქრებენ ქართული სახელმწიფოს, ქართველი ხალხის დასავლური არჩევანის წინააღმდეგ. ამის შესსახებ პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში წერს:

"საპატრიარქოს გავლენიანი ფიგურანტები ღიად ილაშქრებენ ქართული სახელმწიფოს, ქართველი ხალხის დასავლური არჩევანის წინააღმდეგ, თავად საპატრიარქო კი საეჭვო დუმილს ამჯობინებს.

მეუფე საბა მრევლს ღიად მოუწოდებს უარი თქვან ჯერაც არ გამოგონილ ვაქცინაზე, იმ მოტივით, რომ დასავლეთი თურმე ჩვენზე აპირებს ვაქცინის გამოცდას.

მეუფე გიორგი ამბიონიდან ეთნიკურ შუღლს აღვივებს მარნეულში..

მეუფე ანტონი კი უფრო შორს მიდის და ამერიკას, ევროპას ღიად ადანაშაულებს ქართული ეკლესიის დისკრედიტაციაში. მეტიც, მიკიბ-მოკიბვის გარეშე ითხოვს ქვეყნის დასავლური არჩევანის გადახედვას და საამისოდ რეფერენდუმის ხელახლა ჩატარებას.

საზოგადოებამ, პოლიტიკურმა კლასმა, მედიამ კატეგორიულად უნდა მოვითხოვოთ პოზიციის საჯაროდ და მკაფიოდ დაფიქსირება საქართველოს საპატრიაქოსგან.

ასეთ დროს დუმილი თანხმობის ნიშანია და მეტიც, ნიშანი იმის რომ გავლენიანი ინსტიტუცია ღიად ილაშქრებს სახელმწიფოსა და სახელმწიფოებრიობის წინააღდეგ" - წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში.

წყარო