მსოფლიოს სახელმწიფოები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
მსოფლიოს სახელმწიფოები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მსოფლიოს სახელმწიფოები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ.

საგარეო უწყება სხვადასხვა ქვეყნების მილოცვის ტექსტებს ავრცელებს:

"ჩვენი გულწრფელი მილოცვა საქართველოს მეგობრულ ხალხს, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით! მშვიდობის, კეთილდღეობისა და წარმატების საუკეთესო სურვილებით", - უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო Twitter-ის მეშვეობით საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

"ჩვენ გულწრფელად ვულოცავთ საქართველოს ხალხს და ჩვენს კოლეგებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, რომლებიც ეროვნულ დღეს აღნიშნავენ. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, საქართველო!" - ალბანეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა
სამინისტრო Twitter-ის მეშვეობით საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

"საუკეთესო სურვილები და გულწრფელი მილოცვა მეგობრულ საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. საქართველოს მეგობრულ ხალხს ჯანმრთელობას, წარმატებებსა და მარადიულ კეთილდღეობას ვუსურვებთ," - ნათქვამია აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ Twitter-ის გვერდზე.

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო Twitter-ის მეშვეობით საქართველოს დამოკიდებლობის დღეს
ულოცავს: "ყველაზე გულწრფელი მილოცვა საქართველოს ხალხს, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს! ჩვენს მეგობრებს მშვიდობას, უსაფრთხოებას და კეთილდღეობას ვუსურვებთ!".

მოლდოვას საგარეო და ევროპული ინტეგრაციის მინისტრი პირადი Twitter გვერდის მეშვეობით საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს: "გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, საქართველო! დაე ამ დღემ ჩვენს ქართველ მეგობრებს კეთილდღეობა, წინსვლა და ბედნიერება მოუტანოს!"

"ძალიან თბილი მილოცვა ჩვენს ქართველ მეგობრებს, რომლებიც დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ! ლატვია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს,"- ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი პირადი Twitter-ის გვერდის მეშვეობით საქართველოს ეროვნულ დღეს ულოცავს.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?