"უფრო სარწმუნოა, გახარია "ოცნების" სიას ჩაუდგეს სათავეში და სამეგრელოში მაჟორიტარად იყაროს კენჭი"
"უფრო სარწმუნოა, გახარია "ოცნების" სიას ჩაუდგეს სათავეში და სამეგრელოში მაჟორიტარად იყაროს კენჭი"
ბოლო დღეებია ვრცელდება ინფორმაცია მოსალოდნელი სამთავრობო ცვლილებების შესახებ, რომლის თანახმადაც, შესაძლოა პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვება მოუხდეს გიორგი გახარიას, რაც ერთი შეხედვით, დაუჯერებელი ჩანს, რადგან კორონავირუსის გავრცელების წარმატებით შეკავების საქმეში საზოგადოება პროფესიონალებთან ერთად, მის დამსახურებასაც ხედავს.

ერთ-ერთი ვერსიით, "ქართული ოცნება" გახარიას მთავრობიდან წასვლას და ოპოზიციაში ფორმალურ გადასვლას, ოპოზიციური ძალების დასაქსაქსად გეგმავს.

ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძის თქმით, - გაუგებარია, რატომ შეიძლება ახლა ლაპარაკობდნენ გახარიას შეცვლაზე.
"ქართული ოცნების" სხვა ლიდერებთან შედარებით გახარიას აქვს ერთი დიდი უპირატესობა
- მან იცის, რა არ იცის და სად მოძებნოს ის, ვინც იცის... ეს უდიდესი ცოდნაა ადამიანისთვის. სხვათა შორის, ეს თვისება გამოარჩევს კალაძესაც. გახარიას შეცვლის შესახებ ინფორმაცია შეიძლება შიდა ინტრიგების გამოძახილია. სავარაუდოა, რომ პარტიის შიგნით გარკვეულ ჯგუფებს მისი გაძლიერების შეეშინდებოდათ, თუმცა არსებობს ვერსიები იმის თაობაზეც, რომ
გახარიას შეცვლას დასავლეთი ითხოვს, მაგრამ კონკრეტულად არაფერია ცნობილი გარდა იმისა, რომ სხვადასხვა მედიასაშუალება ირანთან კონტაქტებს სწორედ გახარიას უკავშირებს".

ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა "ფეისბუკის" პირად გვერდზე დაწერა:
"უნიკალური ქვეყანა ვართ. სერიოზულად ვმსჯელობთ პრემიერ-მინისტრის, ანუ პირველი პირის ოპოზიციაში გადასვლაზე პრაქტიკულად საკუთარ თავთან..."

რიგი მედიასაშუალებები უფრო შორსაც წავიდნენ და მის შემცვლელად გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურა დაასახელეს.

მამუკა არეშიძე, ექსპერტი:
- სხვადასხვა ვერსიები ვრცელდება ამ თემაზე, თუმცა ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ გახარიას დღეს და ხვალ არავინ შეცვლის, უფრო მოსალოდნელია, რომ გახარია გადადგეს არჩევნების წინ და ჩაუდგეს "ქართული ოცნების" სიას სათავეში და როგორც მაჟორიტარმა, ერთ-ერთ რეგიონში, კერძოდ, სამეგრელოში იყაროს კენჭი, სადაც, ვფიქრობ, ერთ-ერთი გადამწყვეტი ბრძოლა გაიმართება.

მისი ოპოზიციაში ფაქტიურად თუ ფიქტიურად წასვლა, ძალიან არარეალური მგონია და ამ ვერსიას სერიოზულად ვერ აღვიქვამ.
ქვეყანას არ აქვს ახლა ფუფუნება, რომ პრემიერები იცვალოს ძალიან ბევრი საქმე ძალიან სწრაფად არის გასაკეთებელი. გახარიამ კი, როგორც მენეჯერმა, საკუთარი შესაძლებლობები უკვე კარგად აჩვენა.

- მედიაში მის სავარაუდო შემცვლელად გრიგოლ ლილუაშვილს ასახელებენ...
- ამაზე ლაპარაკი იყო ჯერ კიდევ პანდემიამდე, მგონი, ახლა ამ თემების წამოწევას პანდემიამდელი პერიოდის ინერციით ცდილობენ. კორონავირუსმა ძალიან ბევრი რამ შეცვალა. გახარიას შესაძლო შემცვლელად ლილუაშვილის გარდა, არჩილ თალაკვაძე და ეკა ტიკარაძეც სახელდებოდნენ, ეს ყველაფერი უსაფუძვლო ხმებია, რაზეც კომენტარს ვერ გავაკეთებ.


BiBi
28 მაისი 2020 01:30
დაწყნარდით და დაიფარეთ ძილის წინ.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
10-08-2020
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
10-08-2020
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები