"რა აზრი ჰქონდა საქართველოსთან ურთიერთობების გაფუჭებას? - სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებები სამარცხვინო იყო"
"რა აზრი ჰქონდა საქართველოსთან ურთიერთობების გაფუჭებას? - სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებები სამარცხვინო იყო"
პარტია "გაბრწყინებული სომხეთის“ ლიდერი, ედმონ მარუკიანი სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის მიერ საქართველოსთან მიმართებაში გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ჯანდაცვის მინისტრ, არსენ ტოროსიანს ნაკლები უნდა ელაპარაკა და მეტი ემუშავა, მან კი ყველაფერი პირიქით გააკეთა.

მისივე თქმით, მინისტრის განცხადებები სამარცხვინო იყო.

"რა აზრი ჰქონდა საქართველოსთან ურთიერთობების გაფუჭებას? რა საჭირო იყო იმის თქმა, რომ მათი მძღოლები ინფიცირებულები არიან? მათაც რომ იგივე თქვან და ჩვენი მძღოლებისთვის კარანტინი მოაწყონ? აი, ამიტომაც, ნებისმიერი თანამდებობის პირი ფრთხილად
უნდა იყოს, ვიდრე განცხადებას გააკეთებს“, - აღნიშნა მარუკიანმა.

ცნობისთვის, "სპუტნიკ არმენიას“ ინფორმაციით, სომხეთის საზოგადოებრივი საბჭოს სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრმა, არსენ ტოროსიანმა განაცხადა, რომ სომხეთში საქართველოდან ჩასულ არაერთ ადამიანს კორონავირუსი დაუდგინდა. ამასთან, ტოროსიანს საქართველოს ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებში ეჭვი შეაქვს და აინტერესებს, რამდენად არის სტატისტიკაში ასახული პნევმონიით გარდაცვლილი
პირები.


"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
06-07-2020
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
06-07-2020
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა