"მიიღეთ ჩემი გულწრფელი მოლოცვა" - როგორ ულოცავს ვლადიმერ ზელენსკი საქართველოს პრეზიდენტს დამოუკიდებლობის დღეს - კვირის პალიტრა

"მიიღეთ ჩემი გულწრფელი მოლოცვა" - როგორ ულოცავს ვლადიმერ ზელენსკი საქართველოს პრეზიდენტს დამოუკიდებლობის დღეს

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და ქართველ ხალხს მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი მისალოც წერილში აღნიშნავს, ის დიდად აფასებს ათასწლოვან ისტორიულ კავშირებსა და ამჟამინდელ მჭიდრო ურთიერთობებს საქართველოსა და უკრაინას შორის. ზელენსკი დარწმუნებულია, რომ საკუთარი თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის ამჟამინდელ რთულ პერიოდში საქართველომ და უკრაინამ უნდა განაგრძონ სოლიდარობისა და ურთიერთმხარდაჭერის დემონსტრირება.

"თქვენო აღმატებულებავ! მიიღეთ ჩემი გულწრფელი მოლოცვა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.

დიდად ვაფასებ რა ათასწლოვან ისტორიულ კავშირებსა და ამჟამინდელ მჭიდრო ურთიერთობებს ჩვენს სახელმწიფოებს შორის. მინდა განვაახლო საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მყარი მხარდაჭერა. ასევე, თქვენს ქვეყანას ვუსურვო წარმატებული სვლა ევროკავშირსა და ნატოში სანუკვარი წევრობისაკენ.

"ინტერპრესნიუსი"