ღარიბაშვილის საათები, გომელაურის ავეჯი, "კორუმპირებული" კალაძე და "მოტიკტოკე ბატონი" - რა ჰკითხა ბოკუჩავამ გახარიას?
ღარიბაშვილის საათები, გომელაურის ავეჯი, "კორუმპირებული" კალაძე და "მოტიკტოკე ბატონი" - რა ჰკითხა ბოკუჩავამ გახარიას?
პარლამენტში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიას სიტყვით გამოსვლის შემდეგ, დეპუტატებმა პრემიერს კითხვები დაუსვეს. მათ შორის იყო "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, თინა ბოკუჩავა, რომელმაც პრემიერს მიმართა:

"ბატონო გახარია კორონავირუსის პირველი შემთხვევიდან გავიდა ზუსტად 3 თვე და დღემდე საქართველოს არცერთ მოქალაქეს ერთი თეთრის დახმარებაც არ მიუღია. იცით, რომ ეპიდემიას მოსახლოების მხოლოდ 5% შეხვდა დანაზოგით, რომ ათიდან შვიდი ეპიდგამოწვევას საბანკო ვალით შეხვდა, რატომ გათვალეთ თქვენი ე.წ. ანტიკრიზისული გეგმა მოსახლეობის დაახლოებით 10%-ზე, მაშინ როდესაც მოსახლეობის 90%-ის
უდიდესი ნაწილიც ასევე სიღარიბეშია. რატომ თქვით უარი ჩვენს კონკრეტულ შემოთავაზებაზე, რომ 5000-მდე ჩვენი თანამოქალაქე, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს, დაბრუნებულიყო სამშობლოში სრულიად უფასოდ. რატომ არ გაეცით სამთავრობო განკარგულება ეპიდემიის დროს ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებაზე, თუ ნორმალურად მიგაჩნიათ ის, რომ ასეთი კრიზისის დროსაც კი, ღარიბაშვილი ასიათასობით ლარს ძვირადღირებულ საატებში
ხარჯავს, და გომელაური 2 მილიონ ლარზე მეტს ავეჯში, ასევე კორუმპირებული კალაძე
გადათხრილი გზების თავიდან გადათხრაში ხარჯავს 600 000 ლარს. გასაგებია, რომ დღეს აქ პერსონალურად ცდილობთ პოლიტიკური ქულები ჩაიწეროთ, ექიმების ხარჯზე, რომლებიც ხშირად ხელფასებსაც ვერ იღებენ, თავმომწონედ პოზირებთ, თითქოს დაგვავიწყდათ, რომ თქვენთვის ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ჩალის ფასი აქვს და რომ თქვენი მოტიკტოკე ბატონის გადასარჩენად მზად ხართ ადამიანებს ცხოველებისთვის განკუთვნილი ტყვიები სახეში დაუშინოთ. გიორგი გახარია არის ჯალათი, გიორგი გახარია არის "ქართული ოცნების" მმართველობის ყველაზე სისხლიანი დღეების შემოქმედი, და რაც არ უნდა ეცადოთ, დღეს ბატონო გახარია, რომ ამოეფაროთ თეთრ ხალათს, რომ ჩვენი მოქალაქების უდიდესი თვითშეგნების ხარჯზე, თქვენ მიიწეროთ ქულები, თქვენ სისხლიან ხელებს ვერ დამალავთ", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

იხილეთ ვიდეო

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები