"წერილი მოგწერეთ მე თქვენ" - რა უთხრა რომან გოცირიძემ გიორგი გახარიას? - კვირის პალიტრა

"წერილი მოგწერეთ მე თქვენ" - რა უთხრა რომან გოცირიძემ გიორგი გახარიას?

"ბატონო პრემიერო მინდა მოგმართოთ იმ შეკითხვით, რითაც მოგმართეთ არაერთხელ საჯაროდ, ძალიან მარტივ შეკითხვაზე მინდა რომ გასცეთ პასუხი, დაასახელეთ მსოფლიოში ერთი ქვეყანა მაინც, გარდა საქართველოსი, რომელმაც კორონავირუსის პანდემიის პერიოდში საკუთარ მოქალაქეებს არ გაუწია არცერთი ტეთრი ფულადი დახმარება, ერთი ქვეყანა დაასახელეთ მსოფლიოში, რომელი არის ასეთი", - ასე მიმართა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ პარლამენტში მისულ გიორგი გახარიას.

"წერილი მოგწერეთ მე თქვენ და მაინტერესებდა ამ კოვიდფონდის ხარჯვის შესახებ, რატომ არის ეს ფონდი გაუმჭვირვალე, რაში ხარჯავთ, 133 მილიონი ლარი არის ამ ფონდში დღეს აკუმულირებული და ჯერ პასუხი არ მიგვიღია, მაგრამ თურმე ახლა გავიგე თქვენგან, რომ ეს ფონდი ყოფილა სარეზერვოდ, ბატონ ბიძინას მადლობა გადაუხადეთ და ამას გამოიყენებთ მერე, კი მაგრამ, სარეზერვედ გამოიყენეთ ის ფული, რომელიც მერე შემოვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და ეს ფული, რომელიც დევს, დახარჯეთ ახლა, ეს ფული რომ გამოიყენოთ ახლა, 443 000 თვითდასაქმებულს შეგიძლიათ რომ მისცეთ 300-ლარიანი დახმარება, რატომ არ აკეთებთ ამას? ალბათ იმიტომ, რომ რადგან იქ ბატონი ივანიშვილის ფული დევს ელოდებით მისგან ნებართვას და შეიძლება ისეთი უცნაურობა განმეორდეს, როგორც მოხდა წინა პერიოდში, როდესაც მან 80 მილიონი გაიღო მხარდაჭერისათვის, როდესაც მოხდა სტიქია, მერე მოვიდა ხელისუფლებაში და ეს 80 მილიონი დაიბრუნა უკან, თქვენ არ გაქვთ ამ ფულის განკარგვის უფლება?", - განაცხადა რომან გოცირიძემ.