"დააშავა, დაჯარიმდა, გადაიხადა" - რას ამბობს გიორგი გახარია ოთარ ფარცხალაძეზე? - კვირის პალიტრა

"დააშავა, დაჯარიმდა, გადაიხადა" - რას ამბობს გიორგი გახარია ოთარ ფარცხალაძეზე?

"ფარცხალაძის მაგალითზე რა კომენტარი უნდა გაგიკეთოთ?" - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დეპუტატ ირმა ნადირაშვილის შეკითხვას, დაჯარიმდა თუ არა ოთარ ფარცხალაძე საგანგებო მდგომარეობის დროს წესების დარღვევის გამო, როდესაც ის ავტომობილით გადაადგილდებოდა მაშინ, როდესაც ტრანსპორტით გადაადგილება აკრძალული იყო.

"ფარცხალაძის მაგალითზე რა კომენტარი უნდა გაგიკეთოთ? დააშავა, დაჯარიმდა, გადაიხადა ეგეთები ბევრია, 9000 ჯარიმა გამოიწერა, მკითხეთ და არ გიპასუხეთ? აგერ ვარ, რა თქმა უნდა დაჯარიმდა, ჩვენ სამართლებრივ სახელმწიფოში ვცოხვრობთ, დააშავა? დაჯარიმდა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.