"როდესაც მე მხედავს, ბნედა ემართება" - რას ამბობს წულუკიანი ბოკერიაზე - კვირის პალიტრა

"როდესაც მე მხედავს, ბნედა ემართება" - რას ამბობს წულუკიანი ბოკერიაზე

გიგა ბოკერიასგან მასკარადი უჩვეულო არ არის, როდესაც მე მხედავს, ბნედა ემართება, პოლიტიკურ ბნედას ვგულისხმობ , - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, გიგა ბოკერია მის პარტიას ბნელეთისკენ მიაქანებს.

“არ არის უჩვეულო მისგან ამ ტიპის მასკარადი, განსაკუთრებით როდესაც მე მხედავს ემართება ბნედა, პოლიტიკურ ბნედას ვგულისხმობ. მე მინდა უბრალოდ დანანებით აღვნიშნო, რომ ეს ადამიანი, დღეს საბოლოოდ დავრწმუნდი, ბნელეთისკენ მიაქანებს საკუთარ პოლიტიკურ ძალას იმის გამო, რომ დღეს მისი პოლიტიკური პარტია, ესენი არ იყვნენ "ნაციონალურ მოძრაობაში" დარჩენილი “ნაციონალები”, ესენი იყვნენ ვითომ გასუფთავებული "ნაციონალები", ბოკერიას თამადობით, რომლებიც სამწუხაროდ, იქ მიკროფონები არ იყო და შეიძლება, ხალხს არ ესმოდა, საყვედურობდნენ პრემიერ-მინისტრს, რომ ეს ჯარიმები, ოდენობები მაღალი რომ არის, ამას კიარ ვაპროტესტებთო, იმას ვაპროტესტებთ, რომ ეკლესიის წარმომადგენლები არ დააჯარიმეთო, ბატონი სერგი კაპანაძე და ბოკერია ყვიროდნენ. ისინი და ბატონი გიგა რა თქმა უნდა, გაღიზიანებულია. როდესაც მე ვიხსენებ ილია ჭავჭავაძეს, რა თქმა უნდა, გაღიზიანებულია და მსაყვედურობს ხოლმე, რატომ ვიყენებ საუბრისას ქართულ ლიტერატურულ სიტყვებს. ეს არის პროდასავლურობას ამოფარებული ანტიქართული ძალა, რომელიც საკუთარ პარტიას მიაქანებს ბნელეთისკენ, მაგრამ ამაზე მე, მართალი გითხრათ, ვერ ვიდარდებ”, - განაცხადა წულუკიანმა.

კითხვაზე, გავრცელებული ინფორმაციით, რომ შესაძლოა, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ თეა წულუკიანი ვიხილოთ, წულუკიანი ასე პასუხობს "არა, ეს არის ტყუილი".

ცნობისთვის, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გიგა ბოკერიამ თეა წულუკიანს "პოლიტიკური ბოღმის და სიძულვილის ელექსირი" უწოდა და პრემიერს მიმართა, „მოხსნიდა თუ არა მას სამარცხვინო განცხადებისთვის“.

იხილეთ ასევე:"თქვენს გვერდზე რომ ზის, პოლიტიკური ბოღმის და სიძულვილის ელექსირი, ქალბატონი წულუკიანი.." - რა უთხრა გიგა ბოკერიამ პრემიერს