"ქართულ ოცნებას“ ძალაუფლებაში ყოფნა მოეწონა, ოღონდ ხალხის გარეშე - მოეწონათ ძალაუფლება, როდესაც ქუჩები ცარიელი იყო"
"ქართულ ოცნებას“ ძალაუფლებაში ყოფნა მოეწონა, ოღონდ ხალხის გარეშე - მოეწონათ ძალაუფლება, როდესაც ქუჩები ცარიელი იყო"
"ქართულ ოცნებას“ ძალაუფლებაში ყოფნა მოეწონა, ოღონდ ხალხის გარეშე. მათ მოეწონათ ძალაუფლება, როდესაც ცარიელი იყო ქუჩები,- ამის შესახებ "ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ "პალიტრანიუსის“ გადაცემა Newsroom-ში განაცხადა.

მისივე თქმით, პანდემიის მართვის პროცესში ბევრი პრობლემა გამოჩნდა, განსაკუთრებით კი ის, რომ ხელისუფლება თეთრი ხალათების უკან იყო ამოფარებული.

უგულავას განმარტებით, ქვეყანა პანდემიის დაძლევის შემდეგ, კიდევ უფრო დიდ კრიზისში აღმოჩნდება, რომელიც ეკონომიკური პრობლემებით იქნება გამოწვეული და მისი თქმით, მმ
ართველ ძალაში ამ კრიზისის მართვის რესურსი არ არის.

"გლობალურად მთელს მსოფლიოში, ისევე როგორც ჩვენთან კორონავირუსის მართვის ანალიზი მომდევნო თვეებისა და ალბათ, წლების ამბავია. მე მთავრობის კრიტიკას მაინც და მაინც ამ ნაწილში არ ვაპირებ. ვფიქრობ, რომ დროზე როდესაც მოხდა ჩაკეტვა, ამან გამოიწვია ლოკალიზაცია, მაგრამ ქვეყნის შიგნით, შემდეგ უკვე, როცა მიდიოდა მართვა, ბევრი
პრობლემა დავინახეთ. მათ შორის, ყველაზე მთავარი ის დავინახეთ, რომ "ქართულ ოცნებას“ ძალაუფლებაში ყოფნა მოეწონა, ოღონდ ხალხის გარეშე. მათ მოეწონათ ძალაუფლება, როდესაც ცარიელი იყო ქუჩები და ამ ძალაუფლებით ტკბობა და ნარცისიზმი, და ასევე ის, რომ ყველა პრობლემა, რაც კი აქამდე დაუგროვებიათ, ერთი ხელის მოსმით ხალათს ამოაფარეს. ეს ცუდი ტენდენციაა განსაკუთრებით, მაშინ როდესაც წინააღმდეგობას წააწყდნენ, მათ შორის, ეკლესიასთან მიმართებით, იმ წამსვე დაიმალნენ და ექიმებს შეატოვეს.

პანდემიის მიღმა ჩვენ უარეს კრიზისში შევდივართ, რომლის მართვის რესურსს მე ვერ ვხედავ. ის, რაც "ქართულმა ოცნებამ“ წარმოადგინა, არის ხანძარი რომ ჩააქრო და ნაკვერჩხალი დატოვო, რომელიც ბოლომდე ვერ ჩააქრე, მაგრამ ერთი რამ ცხადია, რომ სახლს ცეცხლს ჩაქრობით ვერ ააშენებ. ჩვენ მივედით იქამდე, რომ ეკონიმიკა მთლიანად მოგვერღვა და სამწუხაროდ, მომავალი 2 წლის განმავლობაში ეს პრობლემა სულ უფრო მწარე და მძიმე იქნება. ჩვენ უფრო დიდ ორმოში ჩავცვივდით, ვიდრე ჩვენი მეზობელი ქვეყნები,“- განაცხადა გიგი უგულავამ.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის - თორნიკე შენგელიას გადაწყვეტილებას მოსკოვის „ცსკა“-ში გადასვლის შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის - თორნიკე შენგელიას გადაწყვეტილებას მოსკოვის „ცსკა“-ში გადასვლის შესახებ?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა