"შეიძლება ირაკლი კობახიძე ხიბლშია და კარგი ჰგონია, რომ მის მართლა გოიმურ ფრაზებს იმეორებენ" - კვირის პალიტრა

"შეიძლება ირაკლი კობახიძე ხიბლშია და კარგი ჰგონია, რომ მის მართლა გოიმურ ფრაზებს იმეორებენ"

მგონი დროა, ირაკლი კობახიძეს ვინმემ ურჩიოს, რომ ამ ფრაზებით როცა საუბრობს, საკუთარ თავს იხასიათებს, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა.

ბესელია მიინევს, რომ კობახიძე მისი სტატუსისთვის შეუსაბამო სიტყვებს იყენებს. დეპუტატი ამბობს, რომ ქართული ენა მდიდარია და შეუძლიათ მის მიერ გამოყენებული სიტყვის სინონიმები მიაშველონ.

„შეიძლება, მას ძალიან მოსწონს, რომ მისთვის და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარისთვის, მისი სამეცნიერო ხარისხიდან გამომდინარე, მისი სტატუსისთვის შეუფერებელ ლექსიკონს როცა იყენებს. შეიძლება თავად ხიბლშია და ჰგონია, კარგია, რომ მის მართლა გოიმურ ფრაზებს იმეორებენ, მაგრამ ცუდია, როცა ამ ფრაზებს პარლამენტში რამდენჯერმე იყენებს ადამიანი, ვინც ცოტა ხნის წინ პარლამენტის თავმჯდომარე იყო. ქართულ ლექსიკონში არის ძალიან მდიდარი სიტყვები, მათ შორის, თუ უნდა კრიტიკულად გამომხატველი ბევრი კარგი სინონიმი. თუ ძალიან გაუჭირდა, შეგვიძლია, ეს სიტყვები შევაშველოთ,"- განაცხადა ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ, გუშინდელ სესიაზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "პრემიერმა გოიმური ოპოზიციის წარმომადგენლებს მასტერკლასი ჩაუტარა."

"ინტერპრესნიუსი"