"სრული ლუსტრაცია მოხდა, ოპოზიცია და ვირუსი ცალ მხარეს აღმოჩნდნენ"
"სრული ლუსტრაცია მოხდა, ოპოზიცია და ვირუსი ცალ მხარეს აღმოჩნდნენ"
გუშინ სრული ლუსტრაცია მოხდა იმისა, რაც ჩვენს ქვეყანაში ამ ურთულეს პერიოდში ხდება. ოპოზიცია და ვირუსი აღმოჩნდნენ ცალ მხარეს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრის გუშინდელ ანგარიშთან დაკავშირებით განუცხადა. მისი შეფასებით, მთავრობის მეთაურის პარლამენტში გამოსვლისას გამოიკვეთა, რომ არ არსებობს დარგი და მიმართულება, რომელიც არაკომპეტენტურად იმართება.

"გუშინ სრული ლუსტრაცია მოხდა იმისა, რაც ჩვენს ქვეყანაში ამ ურთულეს პერიოდში ხდება. ოპოზიცია და ვირუსი აღმოჩნდნენ ცალ მხარ
ეს. ყველაზე არ ითქმის, მაგრამ ეს ნათლად გამოიკვეთა. მთავარი თემა იყო, რატომ არ რიგდება 1000-1000 ლარი ყველა ადამიანზე. პასუხი კი არის ის, რომ მომავალი კვირიდან უკვე 400 000 - მდე იდენტიფიცირებული ადამიანის დაფინანსება დაიწყება ინტენსიურად. ფაქტია, გამოიკვეთა ის, რომ არ არსებობს დარგი და მიმართულება, სადაც კომპეტენტური მმართველობა არ არის და
გაქრა მითები, რომ პრემიერის ხელმძღვანელობით გუნდი დაბნეულია, ან არაფორმალურად იმართება და ა.შ. რასაკვირველია, გაბრაზებული ოპოზიცია ახლა ილაპარაკებს კორუფციაზე, რაღაც შეუსრულებელ დაპირებებზე და პოლიტიკურ პატიმრებზე,"- განაცხადა ვოლსკიმ.

რაც შეეხება ოპოზიციის მიერ პრემიერ-მინისტრის ინტერპელაციის წესით ხვალ პარლამენტში დაბარებას, ვოლსკის თქმით, ოპოზიცია ქვეყანაში არსებული რეალური სურათის შეცვლას შეეცდება.

"პრემიერმა ყველა შეკითხვას გასცა პასუხი. ოპოზიცია რომ კმაყოფილი ვერ იქნება, ეს ფაქტია. ოპოზიციამ გადაწყვიტა, რომ მათმა სტრატეგიამ ექიმებისადმი, რომელთაც გუშინ ლანძღავდნენ და მიწასთან ასწორებდნენ, არ გაამართლა და გადაწყვიტეს, რომ ახლა საჭიროა მათი ქება. ეკლესიაზეც იყო ძალიან მძლავრი შეტევა და აქაც თავიანთი გეგმები მნიშვნელოვნად აერიათ. რაც მთავარია, ვირუსმა ვერ შექმნა ის ქაოსი და დესტრუქცია, რასაც ჩვენი ოპონენტები მოელოდნენ. სწორედ ამ სურათის შეცვლას ეცდებიან ინტერპელაციის წესით პრემიერთან საუბრის პერიოდში,"- აღნიშნა ვოლსკიმ.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
06-07-2020
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
06-07-2020
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა