"გახარია არ პასუხობდა კითხვებს, ან პირდაპირ სიცრუეს იძახდა"
"გახარია არ პასუხობდა კითხვებს, ან პირდაპირ სიცრუეს იძახდა"
გახარია არ პასუხობდა კითხვებს, ან პირდაპირ სიცრუეს იძახდა. სწორედ ამიტომ ურჩევნია ფორმატი, სადაც გროვდება კითხვები და ბევრ კითხვას ერთად სცემს პასუხს, სინამდვილეში კი არ სცემს, - ამის შესახებ „ევროპული საქართელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრის პარლამენტში გუშინდელ გამოსვლას გამოეხმაურა.

ის ასევე შეეხო გახარიას ინტერპელაციის წესით პარლამენტში ხვალინდელ მისვლას და აღნიშნა, რომ ისინი ყველა შესაძლებლობას, „როგორი ცუდი ფორმატიც არ უნდა იყოს“, გამოიყენებენ.

„გახარია არ პასუხობდა კითხვებს, ან
პირდაპირ სიცრუეს იძახდა. სწორედ ამიტომ ურჩევნია ფორმატი, სადაც გროვდება კითხვები და ბევრ კითხვას ერთად სცემს პასუხს. სინამდვილეში კი არ სცემს ამ კითხვებს პასუხს ან პირდაპირ ცრუობს. ამიტომ, ბუნებრივია, ჩვენ ყველა შემდეგ შესაძლებლობას, როგორი ცუდი ფორმატიც არ უნდა იყოს გამოვიყენებთ, რომ ის საკითხები დაისვას და კიდევ
ერთხელ გახდეს ნათელი, რაზე არ აქვს პასუხი და რაზე ატყუებს ჩვენს მოქალაქეებს, ან სადაც გაჭრის ეს წნეხი ვაიძულოთ დათმობებზე წავიდეს“, - განაცხადა ბოკერიამ.

მისივე თქმით, მთავრობამ გაუაზრებლად ჩაკეტა ეკონომიკა, დააგვიანეს გახსნა და პრინციპულად უარს ამბობენ იმ ნაბიჯზე, რასაც „ევროპული საქართველო“ სთავაზობდა.
ალექს
29 მაისი 2020 16:01
ცრუ იდეოლოგი თავად ხარ, ცხრა წელი ატყუე ამერიკა ნეოკონსევატორი ვარო, კომკავშირელი კი ხარ 29 წელია !

რუბრიკის სხვა სიახლეები
06-07-2020
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
06-07-2020
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა