"ბატონო პრემიერო, იცით, რატომ მოხსნა ივანიშვილმა კვირიკაშვილი?" - რა უპასუხა გიორგი გახარიამ რომან გოცირიძის ამ კითხვას? - კვირის პალიტრა

"ბატონო პრემიერო, იცით, რატომ მოხსნა ივანიშვილმა კვირიკაშვილი?" - რა უპასუხა გიორგი გახარიამ რომან გოცირიძის ამ კითხვას?

საქართველოს პარლამენტში პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას ინტერპელაციის წესით უსმენენ. მას შეკითხვეს "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" წევრები უსვამენ. პირველი შეკითხვა პრემიერს დეპუტატმა რომან გოცირიძემ ქვეყანაში არსებულ სიღარიბეზე დაუსვა.

"ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, როგორც ყოველთვის, არის სიცრუე. მინდა დაგისვათ კითხვა, იცით თუ არა, რატომ გაათავისუფლეს თქვენი წინამორბედი ბატონი კვირიკაშვილმა? რატომ მოხსნა ივანიშვილმა კვირიკაშვილი? იმიტომ მოხსნა, რომ გაეროს მსოფლიო ფონდის კვლევის მიხედვით, საქართველოში გაიზარდა უკიდურესი სიღარიბე მოსახლეობის ყველა კატეგორიაში, ბავშვთა სიღარიბე, პენსიონერთა სიღარიბე და საერთოდ სიღარიბე. ამიტომ მოხსნეს, ასე ამბობენ, სინამდვილეში სხვა რამის გამო მოხსნა და თქვენც მოგხსნით, მაგრამ ეს სხვა საკითხია", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

"ამას რა უნდა ვუპასუხო, დემაგოგია", - განაცხადა გახარიამ და რომან გოცირიძეს უპასუხა: "ჩვენი სამწუხარო რეალობა ის არის, რომ თქვენ ის კი არ გაინტერესებთ ბავშვები და პენსიონერები როგორ არიან, და როგორ აღმოვფხვართ სიღარიბე, არამედ გაინტერესებთ მხოლოდ ის კვირიკაშვილი რატომ მოხსნეს, წარსულში ცხოვრობთ და დარჩებით იქ".

იხილეთ ასევე: "ცოტა დამცინავი და ამგდები, ცოტაც სერიოზული და ხისტი" - გახარიას პარლამეტში გამოსვლისა და ზოგადად ქართული პოლიტიკის ლინგვისტური თავისებურებანი

იხილეთ ვიდეო