გახარია: "ეს ქვეყანა ცოტა უკეთეს და უფრო კომპეტენტურ ოპოზიციას იმსახურებს" - კვირის პალიტრა

გახარია: "ეს ქვეყანა ცოტა უკეთეს და უფრო კომპეტენტურ ოპოზიციას იმსახურებს"

ვთვლი, რომ ეს ქვეყანა ცოტა უკეთეს და უფრო კომპეტენტურ ოპოზიციას იმსახურებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. გახარიას განმარტებით, ოპოზიციას კომპეტენცია არ ჰყოფნის და ისინი პოლიტიკური ქულებისა და დივიდენტების აკრეფას ცდილობენ.

"სამწუხაროდ, პრობლემა ის გახლავთ, რომ როცა ჩვენ ჩვენი მოქლაქეების სიცოცხლისთვის ვიბრძვით და ვიბრძვით იმისთვის, რომ ადამიანებს ოჯახში მისატანი შემოსავალი შევუნარჩუნოთ, მაშინ სპეკულირებენ და პოლიტიკური ქულების და დივიდენტების აკრეფას ცდილობენ გაჭირვებაზე, ადამიანების სიღარიბეზე. მე ძალიან კარგად მესმის ის, რასაც დღეს ჩვენ ვახერხებთ ჩვენი შეზღუდული რესურსებით, მივეხმაროთ ჩვენს მოქალაქეებს, საკმარისზე, საჭიროზე ნაკლებია, მაგრამ ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ის რაც ბოლო წლების განმავლობაში გაკეთდა, იყო მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის ინტერესებიდან გამომდინარე და ადამიანზე ზრუნვით. ყველა ის პროგრამა, რომელიც დღეს საქართველოს მთავრობამ წარადგინა, ნიშნავს ფერმერზე ზრუნვას, ნიშნავს მასწავლებელზე ზრუნვას, ნიშნავს პოლიციელზე ზრუნვას და ნიშნავს საბოლოო ჯამში ჩვენს მოქლაქეებზე ზრუნვას. სამწუხაროდ, გამოდის, რომ ჩვენს ოპოზიციას უბრალოდ კომპეტენცია არ ჰყოფნის. ვთვლი, რომ ეს ქვეყანა ცოტა უკეთეს და უფრო კომპეტენტურ ოპოზიციას იმსახურებს", - განაცხადა გახარიამ.

იხილეთ ვიდეო