"ნუ დაგვამადილით, რომ ამ ხაზინის ქურდმა ფარცხალაძემ თურმე 9000 ლარი გადაიხადა" - კვირის პალიტრა

"ნუ დაგვამადილით, რომ ამ ხაზინის ქურდმა ფარცხალაძემ თურმე 9000 ლარი გადაიხადა"

პრემიერმა გიორგი გახარიამ 27 მაისს პარლამენტში განაცხადა, რომ ყოფილმა გენპროკურორმა ოთარ ფარხალაძემ კარანტინის დარღვევის გამო  ჯარიმა გადაიხადა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა, მას სწორედ ეს გაახსენა 29 მაისს ისევ საქართველოს პარლამენტში, სადაც პრემიერს ინტერპელაციის წესით უსმენენ. მას შეკითხვებს "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" წევრები უსვამენ. პირველი შეკითხვა პრემიერს დეპუტატმა რომან გოცირიძემ ქვეყანაში არსებულ სიღარიბეზე დაუსვა. სალომე სამადაშვილმა კი განაცხადა: "ნუ დაგვამდილით, რომ ამ ხაზინის ქურდმა ფარცხალაძემ თურმე 9000 ლარი გადაიხადა, აბა, არ უნდა გადაეხადა, როცა მილიონები იშოვა ქვეყნის ხარჯზე".

იხილეთ ასევე: "ბატონო პრემიერო, იცით, რატომ მოხსნა ივანიშვილმა კვირიკაშვილი?" - რა უპასუხა გიორგი გახარიამ რომან გოცირიძის ამ კითხვას?