რომან გოცირიძე: "8 სიმართლე ვესროლე გახარიას და რვავე შუბლში მოხვდა"
რომან გოცირიძე:  "8 სიმართლე ვესროლე გახარიას და რვავე შუბლში მოხვდა"
თურმე, ირაკლი კობახიძეს განუცხადებია, რომან გოცირიძემ 5 წუთში 8 ტყუილი თქვაო. სინამდვილეში საქმე შემდეგნაირად იყო - 8 სიმართლე ვესროლე და რვავე შუბლში მოხვდა,- ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვით რომან გოცირიძემ დღეს, პარლამენტში სხდომაზე 5 წუთში 8 ტყუილი თქვა.

გოცირიძის თქმით, მას ტყუილი არ უთქვამს.

"აი, ეს არის 8 სიმართლე, რომელშიც აღწერილია, გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ
გამოქვეყნებული სტატისტიკა, რომელიც შემდეგ ივანიშვილმა კვირიკაშვილის მოხსნისთვის საბაბად გამოიყენა და სადაც ნაჩვენებია, რომ ქვეყანაში გაიზარდა უკიდურესი სიღარიბე პენსიონერებში, ბავშვებში და მთლიანად მოსახლეობაში“, - განაცხადა გოცირიძემ.

მისი თქმით, ქვეყანაში გაზრდილია უმუშევართა რაოდენობა და მწარე სიმართლეა ის, რომ საქართველოში, 2019 წელს კერძო სექტორში 59 000 ადამიანით ნაკლებია
დასაქმებული, ხოლო დასაქმებულთა რიცხვი იზრდება სახელმწიფო სექტორში "ნათესავების, მეგობრების და სხვათა ხარჯზე".

"ამიტომ, პრემიერ - მინისტრმა დღეს ფაქტობრივად, ფარ-ხმალი დაყარა და გაიქცა ტრიბუნიდან. ვერც ერთ შეკითხვას ვერ უპასუხა“, - განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისთვის, პრემიერ მინისტრი-გიორგი გახარია საქართველოს პარლამენტში დეპუტატების კითხვებს ინტერპელაციის წესით პასუხობს.

ალექს
30 მაისი 2020 05:43
ასეთი ღონისძიებების ლოღიკა რიტორიკაშია , საქმე კი იმაშია, რომ ვალებით ვცხოვრობთ, ვალით ვიკვებებით და ვიცმევთ, ვალებითვე ვიშენეთ, ვალს ბანკები ემსახურებიან , ხელისუფლება კი ბანკს, ის კი სესხებს იღებს , ამდენად ყველა ღონისძიება ამ ბანკების არჩამოშლისაკენაა მიმართული , ისინი კი არაეფექტურებია , მეწილე ძველი და ახალი პარტოკრატიაა, ისინი ოლიგარქიად ჩამოყალიბდნენ, მათ უპყრიათ ბიზნესი და ხელისუფლება , უფრო სწორად ძალაუფლება, ესეიგი თოფი და საწერკალამი, ბოლო დროს ეკრანი და მიკროფონიც, ნებართვები და კონტროლი , "აბა რამე აწარმოე?!" ქვია ამას და გაუმაძღრებია ! 30 წელია ესენი, კომკავშირელნი მოქკავშირიდან, წრეზე დადიან, ჩვენ ადგილზე და ან უკან და სულ მარცხნივ , კვარჩხანიშე ! ერთხელ გაბედეთ და ამ სატელიტებიან ნაცქოცმოქკავშირს აღარ მისცეთ ხმა , რა არის, რის გეშინიათ ?! უფრო უკან ვეღარ წახვალთ ,არა და, ნუ ! ვალის ორმოდან ვეღარ ამოხვალთ !

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის - თორნიკე შენგელიას გადაწყვეტილებას მოსკოვის „ცსკა“-ში გადასვლის შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის - თორნიკე შენგელიას გადაწყვეტილებას მოსკოვის „ცსკა“-ში გადასვლის შესახებ?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა