"მაინცდამაინც მეუფე იაკობივით უნდა დაგამცირონ და გაგლანძღონ, რომ ცოტა პატივისცემა ისწავლოთ პარლამენტის?"
"მაინცდამაინც მეუფე იაკობივით უნდა დაგამცირონ და გაგლანძღონ, რომ ცოტა პატივისცემა ისწავლოთ პარლამენტის?"
ბატონო პრემიერო, დღეს დილიდან კიდევ უფრო ახალი ტონი შეარჩიეთ პარლამენტის შეურაცხყოფის? - "თქვენთვის დრო არ მაქვს", "აქ ნუ გამაცდენთო" - ვინ წაგახალისათ ამისთვის ძალიან მაინტერესებს? მაინცდამაინც მეუფე იაკობივით უნდა დაგამცირონ და გაგლანძღონ, რომ ცოტა პატივისცემა ისწავლოთ პარლამენტის?, - ასე მიმართა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ პარლამენტში პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას.

ბოკერიას თქმით, პრემიერი "დიდ გულზეა ცივილიზებულ ოპოზიციასთან".

"თქვენ პატივს სცემთ იმათ, ვინც თქვენ გამცირებთ, ეგ
არის თქვენი კრედო? პანკისში ხომ არ გაქვთ ოპერაცია ჩასატარებელი, რომ პოლიციის მანქანები დაწვან და მერე ჩავარდეთ და ორ ერზე ილაპარაკოთ ჩვენს პანკისელ თანამოქალაქეებთან? თუ გავრილოვი გყავთ შემოსაშვები ქვეყანაში, რომ მერე კრიზისი იყოს და ოპოზიციას აბრალოთ ეს კრიზისი? და პოლიტიკური პასუხი არ გვაქვს მაგაზე. დიდ გულზე იმათთან ხართ, ვინც ცივილიზებულად გელაპარაკებათ,
ხომ? ყვავილების გამყიდველს აჯარიმებთ, გვერდით რელიგიურ ფანატიკოსს ვერ უბედავთ ხომ? მარტო თქვენ რომ გამცირებდეთ, ეგ კიდევ არ იქნებოდა პრობლემა, მაგრამ ქვეყნის კანონებს, სამოქალაქო წესებს ვინც ფეხებზე იკიდებს - "კონსტიტუცია მკიდია და თქვენი მთავრობაო", იმასთან უნდა დაწვეთ ხომ და ცივილიზებულ ოპოზიციასთან დიდგულზე იყოთ აქ ტრიბუნიდან, სანამ უმრავლესობაში ხართ? ეგ არის ქვეყანას რაც გამოადგება თქვენი აზრით? ერთი კვირის წინ რომ გამოდიოდით და ილანძღებოდით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნას რომ ითხოვთ, პოპულისტები ხართო და ხუთ დღეში გახსენით, ახლა მოგვისმინეთ? ინტერპელაციის გამო ტონი შეიცვალეთ?

იქნებ რაღაც გაიგოთ. ეს სისულეეები რომ გალაპარაკათ თქვენმა გუნდმა რეიტინგებზე, ტყუილები... იქნებ გაიგოთ და ნაკლები სისულელე ქნათ შემდგომში, რომელიც თქვენც ნაკლებად დაგაზარალებთ და ქვეყანასაც. მე თქვენი რეპუტაცია არ მაღელვებს", - განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, საკანონმდებლო ორგანოში პრემიერ-მინისტრს უსმენენ. გიორგი გახარია პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" ფრაქციებმა ინტერპელაციის წესით დაიბარეს.

იხილეთ ვიდეო

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის - თორნიკე შენგელიას გადაწყვეტილებას მოსკოვის „ცსკა“-ში გადასვლის შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის - თორნიკე შენგელიას გადაწყვეტილებას მოსკოვის „ცსკა“-ში გადასვლის შესახებ?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა