პრემიერი ოპოზიციას: "დაიღალეთ ეტყობა კოლეგებო და ვეღარ თოკავთ ეგოს, სამწუხაროდ"
პრემიერი ოპოზიციას: "დაიღალეთ ეტყობა კოლეგებო და ვეღარ თოკავთ ეგოს, სამწუხაროდ"
როგორც ჩანს, ზოგიერთ ჩვენს კოლეგას ემოციები ძლევს. დაიღალეთ ეტყობა კოლეგებო და ვეღარ თოკავთ ეგოს, სამწუხაროდ, - ასე მიმართა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში ოპოზიციის წარმომადგენლებს.

გახარიას თქმით, დღევანდელმა ინტერპელაციამ პოლიტიკური სპეკულირების ფორმა მიიღო.

"მიუხედავად ყველაფრისა, აქ რაც ითქვა, ჩვენ დღეს აქ ვდგავართ მხოლოდ და მხოლოდ პარლამენტის, ჩვენი მოქალაქეების წინაშე, ჩვენი პასუხისმგებლობის უმაღლესი დონის დასაფიქსირებლად, ეს ერთი. მეორე - ჩვენ პატივს ვცემთ კანონს, რეგლამენტს და პარლამენტს. მიუხედავად ყველაფრისა, რაც არ უნდა ითქვას
აქ და მიუხედავად იმისა, რომ როგორც ჩანს, ზოგიერთ ჩვენს კოლეგას ემოციები ძლევს, დაიღალეთ ეტყობა კოლეგებო და ვეღარ თოკავთ ეგოს, სამწუხაროდ, მეორე შემთხვევაა, როდესაც პარლამენტის ტრიბუნა გამოიყენება ემოციური უშინაარსო გამოსვლისთვის, რომლის უკანაც პოლიტიკური ლოზუნგების გარდა საერთოდ კითხვა არ არის, არ ჩანს ყოველ შემთხვევაში. ჩავთვალოთ, რომ ეს
კითხვა ბუნებაში საერთოდ არ არსებობს. ეს ინტერპელაცია პოლიტიკური სპეკულირების ფორმას იღებს, თუმცა არაუშავს", - განაცხადა გახარიამ.

მან ასევე უპასუხა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ჭიაბერაშვილის შეკითხვას, სკოლებში სველი წერტილების კეთილმოწყობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ეს პრობლემა სექტემბრამდე მოგვარდება.

"ბატონმა ჭიაბერაშვილმა ბრძანა სველ წერტილებზე სკოლებში და მართალი ბრძანდებით. ეს სერიოზული პრობლემაა და მაშინ, როდესაც სკოლაში სწავლა შეწყდა, 4 მარტიდან განათლების სამინისტროს დაევალა ეს და ისინი მიყვებიან, რომ ყველა სკოლაში ნორმალური სველი წერტილი იყოს სექტემბრისთვის. აქვე მინდა გაგახსენოთ, რომ ეს სველი წერტილები ჩვენ აშენებული არ დაგვხვედრია და არ დაგვინგრევია, რომ იცოდეთ. რაც შეეხება სკოლების რემონტს, სტატისტიკასაც მოგაწვდით წერილობით, არ მინდა აქ დრო დავხარჯო, თუ რამდენი ახალი სკოლა შენდება და რემონტი რამდენს უტარდება", - განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის, საკანონმდებლო ორგანოში დღეს პრემიერ-მინისტრს უსმენენ. გიორგი გახარია პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" ფრაქციებმა ინტერპელაციის წესით დაიბარეს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის - თორნიკე შენგელიას გადაწყვეტილებას მოსკოვის „ცსკა“-ში გადასვლის შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის - თორნიკე შენგელიას გადაწყვეტილებას მოსკოვის „ცსკა“-ში გადასვლის შესახებ?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა