"აბდა-უბდა გადასკუპდა, აქეთ ტაში, იქით - ტაში... ასე გვიყვარს ჩვენ თამაში" - ნუკრი ქანთარია ოპოზიციას მიმართავს - კვირის პალიტრა

"აბდა-უბდა გადასკუპდა, აქეთ ტაში, იქით - ტაში... ასე გვიყვარს ჩვენ თამაში" - ნუკრი ქანთარია ოპოზიციას მიმართავს

ბატონო რომან, რა გჭირს გენაცვალე? ხან შესანიშნავ შვიდეულს ბაძავ, ახლა დღეს რაღაც ტარანტინოს ბრუს ლის სტილში გინდოდა გამოსვლა და რაც იმ ფილმში ბრეტ პიტისგან მიიღო პერსონაჟმა, აი ის მიიღე ზუსტად, - ასე მიმართა უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს რომან გოცირიძეს პარლამენტში, სადაც პრემიერ-მინისტრს უსმენენ.

ნუკრი ქანთარიას თქმით, პრემიერმა კითხვებს ამომწურავად უპასუხა და წინა ხელისუფლების წარმომადგენლები რეალობას არიან მოწყვეტილები.

"მსოფლიოში ყველგან რაღაც შეიცვალა. ადამიანები შეიცვალნენ. რაღაცაზე დაფიქრდნენ, წუთისოფელზე, ერთმანეთზე, თქვენ რა გჭირთ ხალხო? არაფერი არ იცვლება თქვენთან თუ მალავთ ამ ამბავს? ასე მოწყვეტილი რეალობისგან, შემიძლია მხოლოდ საყმაწვილო ენით გითხრათ, რაც ეს ორი დღე შეიძლება რომ შევაფასოთ - აბდა-უბდა გადასკუპტა, აქეთ ტაში, იქით - ტაში. ასე გვიყვარს ჩვენ თამაში, აი ეს არის ბატონები თქვენი მთელი ლეიტმოტივი.

ბატონო რომან, რა გჭირს გენაცვალე? ხან შესანიშნავ შვიდეულს ჰბაძავ, ახლა დღეს რაღაც ტარანტინოს ბრუს ლის სტილში გინდოდა გამოსვლა და რაც იმ ფილმში ბრეტ პიტისგან მიიღო პერსონაჟმა, აი ის მიიღე ზუსტად. დაფიქრდით ხალხო. მაქსიმალურად ამომწურავი პასუხები გაგცათ ბატონმა გიორგიმ, რა არის ახლა ლექსიკარ რომ უწუნებთ? ქალბატონ ბოკუჩავას ხევისბერის ნოტები რომ შეერია, სისხლი, ხანჯალი ,ჯალათი, გიხდებათ?"-განაცხადა ქანთარიამ.