საფრანგეთის ელჩი: "ბორდერიზაცია" დესტაბილიზაციის რისკს ზრდის და ადგილობრივი მოსახლეობისთვის სირთულეებს ქმნის" - კვირის პალიტრა

საფრანგეთის ელჩი: "ბორდერიზაცია" დესტაბილიზაციის რისკს ზრდის და ადგილობრივი მოსახლეობისთვის სირთულეებს ქმნის"

"ბორდერიზაცია" დესტაბილიზაციის რისკს ზრდის და ადგილობრივი მოსახლეობისთვის სირთულეებს ქმნის, - ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი აცხადებს, რითაც ის 28 მაისს გამართულ ეუთო-ს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომას ეხმიანება, სადაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის უკანონო ქმედებებზე იმსჯელეს.

"ეუთო-ს მუდმივი საბჭოში გუშინ გამართული განხილვების გათვალისწინებით, საფრანგეთს სურს, დაადასტუროს თავისი პოზიცია საქართველოს ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ მიმდინარე "ბორდერიზაციის" წინააღმდეგ, რაც დესტაბილიზაციის რისკსა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის სირთულეებს ქმნის", – წერს დიეგო კოლასი სოციალურ ქსელ "ტვიტერში".

"ინტერპრესნიუსი"