მშობლისგან საჩუქრად მიღებული 25 000 დოლარი და ნაჩუქარი ფერწერული ტილო - რა ქონებას ფლობს ირაკლი შოთაძე - კვირის პალიტრა

მშობლისგან საჩუქრად მიღებული 25 000 დოლარი და ნაჩუქარი ფერწერული ტილო - რა ქონებას ფლობს ირაკლი შოთაძე

გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის ოჯახის ქონება 2019 წელს გაიზარდა.

კერძოდ, 2020 წლის 18 აპრილს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მისმა მეუღლემ თბილისში, 3 ავტოსადგომი, თითო 5 ათას ლარად შეიძინა.

თავად გენპროკურორის სახელზე კი დეკლარაციის თანახმად, მხოლოდ თბილისში მდებარე 1000 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთია გაფორმებული, რომელი ჩუქების ხელშეკრულებით აქვს მიღებული. ასევე როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, უძრავი ქონება მისი ოჯახის მიერ არის შეძენილი.

რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშებზე 40276 ლარი; ნაღდი ფულადი თანხის სახით კი, 47 000 ლარი და 25 000 დოლარი ჰქონდა.

ირაკლი შოთაძის შემოსავალმა გასული წლის თებერვალ-დეკემბერში "სილქნეტის" იურიდიული კონსულტანტის პოზიციაზე - 95 512 ლარი; ტექნიკური უნივერსიტეტში მოწვეული პროფესორის პოზიციაზე კი წლის განმავლობაში - 3 425 შეადგინა. გაგრძელება