ფაშინიანი: "საქართველო მოძმე ქვეყანაა და დახმარების მზაობა ჩვენს ურთიერთობებს კიდევ უფრო ათბობს"
ფაშინიანი: "საქართველო მოძმე ქვეყანაა და დახმარების მზაობა ჩვენს ურთიერთობებს კიდევ უფრო ათბობს"
სომხეთი მიესალმება საქართველოს მზაობას, დაეხმაროს კორონავირუსთან ბრძოლაში, თუმცა, იმედოვნებს, რომ ამის საჭიროება არ იქნება. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა შაბათის ბრიფინგზე განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, თვლის თუ არა, რომ შესაძლოა, სომხეთმა მიმართოს დახმარებისთვის საქართველოს, თუ გავითვალისწინებთ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებას, რომ თუ სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიმართვა იქნება, რაიმე სახის დახმარების საჭიროების შესახებ, ამისთვის მზად არიან.

"კორონავირუსის ეპიდემიის პირველივე დღიდან ჩვენ მჭიდროდ ვითანამშრომლეთ საქართველოს
ხელისუფლებასთან, დაწყებული პრემიერ-მინისტრით, დამთავრებული სპეციალისტებით. ჩვენ ამ თანამშრომლობას ეფექტურად მივიჩნევთ. საქართველო ჩვენთვის მოძმე ქვეყანაა და ასეთი მზაობა ჩვენს ურთიერთობებს კიდევ უფრო ათბობს. ბუნებრივია, თუ იქნება ამის აუცილებლობა, მაშინ შეიძლება ნაბიჯები გადაიდგას, თუმცა, იმედს გამოვთქვამთ,
რომ ამის საჭიროება არ იქნება", - განაცხადა ფაშინიანმა.

მისივე თქმით, იმედოვნებენ, რომ რეანიმაციის განყოფილებები არ გადაიტვირთება და აქედან გამომდინარე, დახმარების საჭიროება არ იქნება. "თუმცა, ჩვენ, სომხეთიც და საქართველოც უნდა ვიყოთ მზად, დავეხმაროთ ერთმანეთს", - განაცხადა ფაშინიანმა.

ამასთან, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ 2019 წელს, როდესაც საქართველოში იყო წითელას აფეთქება, სომხეთი ქვეყანას 30 ათასი დოზა წითელას ვაქცინით დაეხმარა.

შეგახსენებთ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ თუ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრი დაუყენებს საკითხს, რომ მათ სჭირდებათ რამენაირი დახმარება, იგივე ტესტირებასთან ან სხვა საკითხებთან დაკავშირებით, ამ დამხარების გასაწევად მზად არიან. ამით ამირან გამყრელიძემ უპასუხა "ინტერპრესნიუსის" კითხვას, დაეხმარება თუ არა საქართველო სომხეთს, სადაც დაავადებულთა რიცხვი დრამატულად იზრდება.


"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
06-07-2020
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
06-07-2020
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა