როგორ ულოცავს პრეზიდენტი პოლიციელებს პროფესიულ დღეს? - კვირის პალიტრა

როგორ ულოცავს პრეზიდენტი პოლიციელებს პროფესიულ დღეს?

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლიციელებს პროფესიულ დღეს ულოცავს და მათ გაწეული სამსახურისთვის მადლობას უხდის.

როგორც სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, პოლიცია იცავს საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას, რაც ამ პანდემიის პერიოდში კიდევ ერთხელ დამტკიცდა.

„პოლიცია ის ინსტიტუტია, რომელიც იცავს საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, სტაბილურობას და ჩვენს სიმშვიდეს, რაც ამ პანდემიის პერიოდში კიდევ ერთხელ დამტკიცდა.

თითოეულ პოლიციელს გილოცავთ პროფესიულ დღეს და მადლობას გიხდით იმ პროფესიონალიზმისთვის, რომელსაც დღევანდელ რთულ გამოწვევებთან ბრძოლაში იჩენთ.

გისურვებთ გამარჯვებებს ქვეყნის საკეთილდღეოდ და წარმატებებს საქართველოს სამსახურში!“,-ნათქვამია პრეზიდენტის მილოცვაში.

"ინტერპრესნიუსი"