"შევარდნაძისა და სააკაშვილის გაშვებაში დასავლეთიც მონაწილეობდა და რუსეთიც" - რა ელის ივანიშვილს? - კვირის პალიტრა

"შევარდნაძისა და სააკაშვილის გაშვებაში დასავლეთიც მონაწილეობდა და რუსეთიც" - რა ელის ივანიშვილს?

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების შემდეგ თავად "ქართული ოცნების" ზოგიერთმა მომხრემ გამოთქვა მოსაზრება, რომ მმართველი გუნდი შესაძლოა ხელისუფლების გადაბარებისთვის ემზადება. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ შევარდნაძემ და სააკაშვილმა ორი ვადის გასვლის შემდეგ დასავლეთის ზეწოლისა და რუსეთის ჩარევის შედეგად "გადააბარეს" ხელისუფლება, ხომ არ არის შესაძლებელი, რომ დასავლეთის პირობა ახლა სწორედ ხელისუფლების გადაბარებას უკავშირდება? - ამ საკითხზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსპერტმა ვახტანგ ძაბირაძემ ისაუბრა. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- შევარდნაძისა და სააკაშვილის გაშვებაში დასავლეთიც მონაწილეობდა და რუსეთიც. თუმცა ამ შემთხვევაში ცოტა განსხვავებული მოცემულობა გვაქვს. შევარდნაძესა და სააკაშვილს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს აღარ უჭერდა, მათ კი ძალაუფლების დაკარგვა არ სურდათ. ამიტომ ჩაერია როგორც დასავლეთი, ისე რუსეთი. მოვლენების სცენარის განვითარება უმთავრესად მაინც ქართველ ხალხზეა დამოკიდებული. თუ დღეს ქართველი ხალხის უმრავლესობას "ქართული ოცნება" აღარ უნდა, მაშინ ამ ძალას აუცილებლად მოუწევს წასვლა. თუმცა ვფიქრობ, სასწორის პინა 50/50-ზეა და ჯერ კიდევ საკითხავია, საით გადაიწონება არჩევნებზე. ასე რომ, არა მგონია, ივანიშვილი "ქართული ოცნება" ძალაუფლების გადაბარებისთვის ემზადებოდეს. თუ ხელისუფლება დახმარებისთვის გამოყოფილ რესურსებს სამართლიანად გადაანაწილებს და ხალხს უსამართლობის განცდას არ გაუჩენს, მაშინ გაიმარჯვებს...

"ქართული ოცნების" ახალი და ძველი სახე მხოლოდ ერთი კაცია - ბიძინა ივანიშვილი. შესაძლოა რამდენიმე ადამიანი ფარდის უკან გაიყვანონ და და ახალი დააყენონ სცენაზე, მაგრამ ეს არაფერს შეცვლის.

იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია სრულად