ნიკოლ ფაშინიანი კორონავირუსით დაინფიცირდა - კვირის პალიტრა

ნიკოლ ფაშინიანი კორონავირუსით დაინფიცირდა

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსით დაინფიცირება დაუდასტურდა. ამის თაობაზე მან "ფეისბუკის" პირდაპირი ეთერისას განაცხადა.

"გავიკეთე ტესტი კორონავირუსზე, სამწუხაროდ, გამომივლინდა კორონავირუსული ინფექცია. ამის შემდეგ ტესტირება ჩაუტარდა ჩემი ოჯახის წევრებს, სამწუხაროდ, მათაც გამოუვლინდათ. ჩვენ სიმპტომები არ გვაქვს, ტემპერატურაც ჯერჯერობით ნორმალურია. ახლა ჩვენ თვითიზოლაციაში ვართ. ვიმუშავებ შინიდან. აქ ამისთვის საკმარისი პირობებია", - განაცხადა პრემიერმა.

იხილეთ ასევე: ნიკოლ ფაშინიანის ბიოგრაფია, კარიერა, პირადი ცხოვრება