"თეა წულუკიანი საარჩევნო სიის თავში, კარგი საჩუქარია ოპოზიციისთვის, ძალიან გაგვიხარდება, 10%-იანი ფორა გვექნება"
01-06-2020
"თეა წულუკიანი საარჩევნო სიის თავში, კარგი საჩუქარია ოპოზიციისთვის, ძალიან გაგვიხარდება, 10%-იანი ფორა გვექნება"
თეა წულუკიანი საარჩევნო სიის თავში, ეს არის კარგი საჩუქარი ოპოზიციისთვის, ძალიან გაგვიხარდება, 10%-იანი ფორა გვექნება თუნდაც ამ ერთი დანიშვნის გამო,- ასე პასუხობს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, რომლის მიხედვითაც, თეა წულუკიანი შესაძლოა საპარლამენტო სიის პირველი ნომერი გახდეს და პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიონ.

გოცირიძის თქმით, ასეთ შემთხვევაში მმართველი პარტია დაახლოებოთ 10%-ს დაკარგავს.

"10 ნობელის ლაურეატი რომ დანიშნონ მთავრობაში ამ არაფორმალური და ჩამონგრეული მმართველობითი ვერტიკალის პირობებში საქართველოს არაფერი
ეშველება. ერთადერთი გამოსავალი არის ამ ხელისუფლებოს შეცვლა, ხოლო თუ თეა წულუკიანი არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას და სიის პირველი ნომერი იქნება, ძალიან დიდ სამსახურს გაუწევს ოპოზიციას და ქვეყანას.სულ მცირე, ჩათვალეთ, რომ 10% დაკარგული ექნება "ქართულ ოცნებას", - განაცხადა გოცირიძემ.

კითხვაზე, ამის მიზეზი წულუკიანის ხისტი განცხადებები ხომ არ
არის, გოცირიძე ასე პასუხობს: "ხისტი განცხადებებით რომ პარტია არჩევნებს იგებდეს, ახლა, ისე "დავხისტავ", რომ 100% გარანტირებული უნდა მქონდეს.წულუკიანის ხისტი განცხადებები ვის მოსწონს?! წულუკიანი საარჩევნო სიის თავში, ეს არის კარგი საჩუქარი ოპოზიციისთვის.ძალიან გაგვიხარდება, 10%-იანი ფორა გვექნება თუნდაც ამ ერთი დანიშვნის გამო", - განაცხადა გოცირიძემ.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, იცავენ თუ არა დღეს მოქლაქეები კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ დაწესებულ რეკომენდაციებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, იცავენ თუ არა დღეს მოქლაქეები კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ დაწესებულ რეკომენდაციებს?
თვის კითხვადი სტატიები