"ნაცმოძრაობაში" პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი ვაშაძის კანდიდატურა არც განიხილებოდა, არც განიხილება და არც მომავალში იქნება განხილული"
"ნაცმოძრაობაში" პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი ვაშაძის კანდიდატურა არც განიხილებოდა, არც განიხილება და არც მომავალში იქნება განხილული"
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, მათი პარტია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი ვაშაძეს არც არასდროს განიხილავდა და არც მომავალში გეგმავს განხილვას.

როგორც უდუმაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის პარტიის პოზიცია.

"სხვა პარტიები თავისი სახელით ისაუბრებენ ამ თემაზე. მე შემიძლია გითხრათ "ნაციონალური მოძრაობის" სახელით, რომ "ნაციონალურ მოძროაბაში" გიორგი ვაშაძის კანდიდატურა პრემიერის პოსტზე არც განიხილებოდა, არც განიხილება და არც მომავალში იქნება განხილული", - განაცხადა უდუმაშვილმა.

ინფორმაციისთვის, მოძრაობაში "ძალა ერთობაშია" შემავალი პარტიების ნაწილი არჩევნებში გამარჯვებისა
და კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი ვაშაძის კანდიდატურას უჭერს მხარს.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?