"ვუსურვებ სწრაფ გამოჯანმრთელებას ნიკოლ ფაშინიანს და მის ოჯახს" - კვირის პალიტრა

"ვუსურვებ სწრაფ გამოჯანმრთელებას ნიკოლ ფაშინიანს და მის ოჯახს"

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, სწრაფად გამოჯანმრთელება უსურვა. შესაბამისი განცხადება პრეზიდენტმა "ტვიტერის" გვერდზე გააკეთა.

"ვუსურვებ სწრაფ გამოჯანმრთელებას ნიკოლ ფაშინიანს და მის ოჯახს" , - დაწერა ზურაბიშვილმა "ტვიტერზე"

ცნობისთვის, სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ ფაშინიანმა „ფეისბუქ“ ლაივის დროს განაცხადა. მისი თქმით, კორონავირუსი დაუდგინდა მისი ოჯახის წევრებსაც.

"ინტერპრესნიუსი"