დიმიტრი პესკოვი: "პრეზიდენტი პუტინი უკრაინას და საქართველოს გულწრფელად პატივს სცემს" - კვირის პალიტრა

დიმიტრი პესკოვი: "პრეზიდენტი პუტინი უკრაინას და საქართველოს გულწრფელად პატივს სცემს"

რუსეთის დიალოგი უკრაინასთან და საქართველოსთან უმაღლეს დონეზე არ არის მოსალოდნელი, მიუხედავად კონტაქტების არსებობისა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა პაველ ზარუბინთან ინტერვიუში განაცხადა, რომელიც ტელეკომპანია "რასია 24"-ის ეთერში გავიდა.

"რაც შეეხება ამ ქვეყნების ხელმძღვანელობას, ჩვენ ვხედავთ, რომ სამწუხაროდ, მიუხედავად არსებული კონტაქტებისა, ვერ დავიკვეხნით პოზიტიური დინამიკით უმაღლეს დონეზე დიალოგის განვითარებასთან დაკავშირებით" , - განაცხადა პესკოვმა და დასძინა, რომ ურთიერთობათა განვითარების დინამიკა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ასრულებს ვალდებულებებს ქვეყნის ხელმძღვანელობა.

პესკოვის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ყველა დღესასწაულს ულოცავს უკრაინისა და საქართველოს მოსახლეობას.

"ეს მოძმე, ჩვენი მონათესავე ერებია, რომლებთანაც ღრმა ისტორიული ფესვები გვაკავშირებს და მათ პრეზიდენტი პუტინი გულწრფელად პატივს სცემს" , - განაცხადა პესკოვმა.