"2016 წელს ირაკლი ალასანიას არასწორმა გადაწყვეტილებამ წამაგებინა არჩევნები" - კვირის პალიტრა

"2016 წელს ირაკლი ალასანიას არასწორმა გადაწყვეტილებამ წამაგებინა არჩევნები"

"2016 წელს ირაკლი ალასანიას არასწორმა გადაწყვეტილებამ წამაგებინა არჩევნები" - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა "პალიტრანისუის"გადაცემაში "ნიუსრუმი" განაცხადა.

"მისი ამ არასწორი გადაწყვეტილების შედეგად პარლამენტში მოხვდა ვინმე მაკრახიძე. ალასანიამ მეორე ტურში საერთოდ მონაწილეობაზე უარი განაცხადა, იმ მოტივით, რომ მაინც წავაგებ და რაღა აზრი აქვსო, ეს იქნება ამ წელსაც გამეორებული თუ ყველა ერთად არ ვიქნებით. იქ, სადაც ვმონაწილეობიდ, მე ვმონაწილეობდი მუდმივად და ალასანიას შეეძლო როგორც მინიმუმ, ჩემთვის ეთქვა, რომ იცი რა, ჩემი სპეციფიური გადაწყვეტილების გამო იძულებული ვარ აქ დავაყენო კანდიდატიო და დამითმეო და დავუთმობდი, გადავიდოდი რაიონულ ოლქში, მაგრამ ასეთი რაღაც არ უთქვამს. მისი მხრიდან არასწორი იყო, არ მინდა, რომ იგივე განმეორდეს, მაგრამ სწორედ იქეთკენ მივდივართ. "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს არჩევანი - ან მიიღებს ყველაფერს და ეს ყველაფერი არის ივანიშვილის ხელისუფლებიდან გაშვება, ან მიიღებს 3 მანდატით მეტს", - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

იხილეთ ვიდეო სრულად