"აფხაზეთიდან საქართველოში მილიარდობით რუბლის ღირებულების პროდუქცია გადის, აუცილებელია საზღვრების სრული კონტროლი"
"აფხაზეთიდან საქართველოში მილიარდობით რუბლის ღირებულების პროდუქცია გადის, აუცილებელია საზღვრების სრული კონტროლი"
ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია აცხადებს, რომ "აფხაზეთიდან საქართველოში მილიარდობით რუბლის ღირებულების პროდუქცია გადის და აუცილებელია სახელმწიფო საზღვრებზე სრული კონტროლის დაწესება".

"აფხაზეთიდან საქართველოში მილიარდობით რუბლის ღირებულების პროდუქცია გადის. ჩვენი საბაჟო კომიტეტისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, წელიწადში თხილეულის მოსავლის მოცულობა 11-12 ათასი ტონაა. ამ მოცულობის მაქსიმუმ 10% ექსპორტზე რუსეთში გადის, დანარჩენზე კი - საქართველოში და მთელი ეს თანხა იმ ხალხის ჯიბეებში ხვდება, რომლებიც, ზოგადად, კონტრაბანდით არიან დაკავებულები,"- განაცხადა ბჟანიამ.

მისივე თქმით, აუცილებელია ამ საკითხთან დაკავშირებული მიდგომების გადახედვა და ე.წ. "სახელმწიფო საზღვრებზე" სრული კონტროლის დაწესება.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?