რას ამბობს კახა კალაძე გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც გიორგი გახარია თანამდებობას ტოვებს - კვირის პალიტრა

რას ამბობს კახა კალაძე გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც გიორგი გახარია თანამდებობას ტოვებს

დედაქალაქის მერი კახა კალაძე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა.

როგორც კალაძე აცხადებს, ეს ინფორმაცია ტყუილია.

"ტყუილია, არ არის ეს სწორი ინფორმაცია", - განუცხადა შესაბამისი კითხვის პასუხად კალაძემ ჟურნალისტებს.

ცნობისთვის, ვრცელდება ინფორმაცია, რომ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობას ტოვებს.

"ინტერპრესნიუსი"