"როცა პოლიტიკიდან წავედი, ბოლო ორ წელში მქონდა ნახევარი მილიონი შემოსავალი" - რას ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი ძვირადღირებულ საათების შესახებ?
03-06-2020
"როცა პოლიტიკიდან წავედი, ბოლო ორ წელში მქონდა ნახევარი მილიონი შემოსავალი" - რას ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი ძვირადღირებულ საათების შესახებ?
თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი კო­მენ­ტარს აკე­თებს მისი სა­ა­თე­ბით გა­ტა­ცე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ღა­რი­ბაშ­ვი­ლი და მისი მე­უღ­ლე სა­ერ­თო ჯამ­ში ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის მა­ჯის სა­ა­თებს ფლო­ბენ, რა­საც მი­ნის­ტრი კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს.

"ღა­მის კუ­რი­ე­რის" ეთერ­ში სტუმ­რო­ბი­სას, წამ­ყვა­ნის კი­თხვა­ზე, რო­გორ და რა თან­ხით შე­ი­ძი­ნა ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი სა­ა­თე­ბი, მან ასე უპა­სუ­ხა:

"პო­ლი­ტი­კა­ში არ მოვ­სულ­ვარ ქუ­ჩი­დან. პო­ლი­ტი­კამ­დე 10 წელი ვმუ­შა­ობ­დი ბა­ტონ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან და მქონ­და ძა­ლი­ან მა­ღა­ლი შე­მო­სავ­ლე­ბი. გან­სხვა­ვე­ბით, გარ­ყვნი­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის­გან, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა­ფერს კად­რუ­ლო­ბენ. მთე­ლი ის ინ­ფორ­მა­ცია,
რომ ნა­ხე­ვარ­მი­ლი­ო­ნი­ა­ნი სა­ა­თე­ბი მი­კე­თია, და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი ფაქ­ტე­ბია, სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შე­საყ­ვა­ნად.

მა­გა­ლითს გე­ტყვით, ეს არ არის ღია ინ­ფორ­მა­ცია - როცა პო­ლი­ტი­კი­დან წა­ვე­დი, ბოლო ორ წელ­ში, მქონ­და ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი შე­მო­სა­ვა­ლი. ეს არის დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლი შე­მო­სა­ვა­ლი, კონ­სულ­ტა­ცი­ის გზით მი­ღე­ბუ­ლი, თუ ბიზ­ნეს და სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნი­ებ­ში ჩემი ჩარ­თუ­ლო­ბით. პო­ლი­ტი­კამ­დე კი, გი­თხა­რით ჩემი
გა­მოც­დი­ლე­ბა, ვმუ­შა­ობ­დი ადა­მი­ან­თან, რომ­ლის გვერ­დი­თაც ვარ უკვე 17 წე­ლია...

რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს რა ღი­რე­ბუ­ლე­ბის სა­ა­თი მი­კე­თია, არც მე და არც ჩემს ოჯახს, არა­ვის­თვის არა­ფე­რი წაგ­ვირ­თმე­ვია და თუ რამე მაქვს, ყვე­ლა­ფე­რი დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლია და ამას გულ­წრფე­ლად ვამ­ბობ" - გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბამ" ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბა ჩა­ა­ტა­რა და გა­მო­ავ­ლი­ნა, რომ თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის მა­ჯის სა­ა­თე­ბის ჯა­მუ­რი ფასი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ნა­ხე­ვარ მი­ლი­ონ ლარს აჭარ­ბებს. ის და მისი მე­უღ­ლე ნუ­ნუ­კა თა­მა­ზაშ­ვი­ლი სხვა­დას­ხვა დროს ატა­რებ­დნენ 8 სა­ათს, თი­თო­ე­უ­ლის ფასი 18-დან 300 ათას ლა­რამ­დე მერ­ყე­ობს.
Kakacha
03 ივნისი 2020 19:46
Tu saati ar eqna dros rogor gaigebs? Xom unda icode rodis moxvide an rodis caxvide. Saati metad mnishvnelovani atributia politikosisatvis. Tu chemi ar gjerat saakashvils sheekitxet masac zalian uyvars zviradgirebuli saatebi :))
ჟორა
03 ივნისი 2020 17:08
აბსოლუტური სიმართლეა.ბატონი ირაკლი ბიზნესგარემოში ისეა როგორც თევზი წყალში.მსოფლიოს უდიდესი კონცერტები სთხოვენ მას კონსულტაციებს.მხოლოდ უაღრესი პატრიოტიზმი და პასუხისმგებლობა აიძულებს ხანდახან პოლიტიკაში შესვლას.ხშირად შესულმა( პოლიტიკაში) არც კი იცის რომ უკვე გამოსულან ჩათვალა ერთმა ჩიორა კაცმა,მაგრამ არა უშავს.კიდევ ერთხელ კალთებს დავახევთ თხოვნით,რომ ირაკლი დიდ პოლიტიკას დაუბრუნდეს და ისიც მიატოვებს თავს მსოფლიო გლობალურ ბიზნესებს და ისევ ჩვენზე ზრუნვას შეუდგება.
ყოჩაღ ბატონო ირსკლი.,ხშირად საუბრისას( გარეგნობაზე აღარაფერს ვამბობ) მაგონებთ ბარონ მიუნჰაუზენს,მაგრამ ეგ არაუშავს რა.
Saatebi
03 ივნისი 2020 16:14
მე მივხვდი რაშია საქმე, ეს საათები იყიდა ჩინეთში, ნამდვილი საათების ზუსტი ასლებია, აბა შემოსავალი თუ არ აქვს მაგდენი როგორ იყიდდა?

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის - თორნიკე შენგელიას გადაწყვეტილებას მოსკოვის „ცსკა“-ში გადასვლის შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის - თორნიკე შენგელიას გადაწყვეტილებას მოსკოვის „ცსკა“-ში გადასვლის შესახებ?