"ჩვენი კარგი ღიაა როგორც "ოცნების" ხალხისთვის, ასევე ოპოზიციისთვის"
"ჩვენი კარგი ღიაა როგორც "ოცნების" ხალხისთვის, ასევე ოპოზიციისთვის"
ჩვენ უნდა დავივიწყოთ გაერთიანება ვიღაცის წინააღმდეგ, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ რაღაცის შესაქმნელად, რომელიც ავტომატურად გულისხმობს ვიღაცების ჩამოშორებას პოლიტიკიდან , - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა "ლელო საქართველოსთვის" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა.

ამასთან, როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, "ლელო საქართველოსთვის" კარი ღიაა როგორც "ქართული ოცნების", ასევე "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" წევრებისთვის.

"ეს პარადიგმაც მინდა, რომ შევცვალოთ. 30 წელი ქართული პოლიტიკა არსებობს ერთი პრინციპით, ყველა ერთის წინააღმდეგ. ეს იყო კომუნისტების წინააღმდეგ,
როცა ეროვნული მოძრაობის მთავრობა მოვიდა ხელისუფლებაში. მერე ეს იყო მოქალაქეთა კავშირი, როდესაც ყველა გაერთიანდა პრეზიდენტ გამსახურდიას წინააღმდეგ. მერე "ნაციონალური მოძრაობა", რომელიც მოქალაქეთა კავშირის წინააღმდეგ გაერთიანდა და მერე "ოცნება", რომელიც მიხეილ სააკაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ გაერთიანდა. შედეგობრივად ქვეყანას ეს წაადგა? - სულ ორ პოლუსზე იყო
საუბარი.

ჩვენ უნდა დავივიწყოთ გაერთიანება ვიღაცის წინააღმდეგ, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ რაღაცის შესაქმნელად, რომელიც ავტომატურად გულისხმობს ვიღაცების ჩამოშორებას პოლიტიკიდან. როცა შენ ვიღაცის დამარცხებისთვის ხარ მობილიზებული და არა შენი გამარჯვებისთვის, ორი სხვადასხვა რამაა. აი, რომ დაამარცხებ და მერე მოტრიალდები, მიხვდები ვისთან ერთად დაამარცხე, ვისთან ერთადაც არანაირი საერთო არ გაკავშირებს, მერე იწყება ისევ ქაოსი, მერე აღმოჩნდება ვიღაც ე.წ. "პრობლემა" პოლიტიკის. "ლელო" შეიქმნა საკმაოდ გრძელვადიანი მოგზაურობისთვის. გრძელვადიან მოგზაურობას კი გრძელვადიანი სტრატეგია სჭირდება", - განაცხადა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, "ლელო" არჩევნებზე დამოუკიდებლად გავა.

"თუ ვინმეს უნდა შემოერთება ჩვენი კარები ღიაა. კარები ღიაა "ოცნების" ხალხისთვის, რომლებმაც გული და სული ჩადეს და წინა ხელისუფლება შეცვალეს და ასევე, ოპოზიციისთვის "ნაციონალური მოძრაობა" იქნება თუ "ევროპულ საქართველო" და ა.შ. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ იმის გამო, რომ ერთხელ და სამუდამოდ პროგრამის და იდეის გარშემო მოხდეს კონსოლიდირება და არა იმის გამო, რომ მოდი ახლა ამას მოვერიოთ და მერე პარლამენტში რომ გავალთ აღმოჩნდება, რომ არც პროგრამა გვაქვს, არც ხედვა და არც ერთად ჯდომა გვინდა", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

???????????????????
04 ივნისი 2020 11:19
ივანიშვილის კაცი. ოპოზიცია გაასწორა მიწასთან. არ დაბლოკოთ.
ალექს
04 ივნისი 2020 09:00
ჩვენი სახელმწიფოს ფუნქცია არ არის ხალხის უმრავლესობის ინტერესების დაცვა , პირიქითაა, ის მმართველ უმცირესობას იცავს მართული უმრავლესობისაგან , რეპრესიულ ექსპროპრიაციულია და საყოველთაო კეთილდღეობის მისაღწევად უვარგისია , ეს ჩადებულია მის სისტემურ მოწყობაში, გააზრებული მოდელია ! სახელმწიფოს მთავარი ფუნქცია ,მისი ხელისუფლების შტოები , ფუნქციები და ურთიერთმიმართების, ურთიერთკონტროლის და მთლიანად ხალხის , ანუ ხელისუფლების წყაროს წინაშე ანგარიშვალდებულების ხასიათი ისეთი ფორმისაა , რომ სხვა შედეგი გარდა სატირალისა , არ დადგება !
არსებული სისტემა სადღაც ლეგალური ბაზის გარეთ მყოფი ძალით იმართება , როგორც ჩანს ის ადგენს საზღვრებს თუ სადამდე უნდა მივიდეს ეკონომიკური დონე და დემოკრატიის ხარისხი, რათა დასავლურის ილუზია კი შექმნას , მაგრამ დასავლური არ გახდეს , ცხადია ეს ძალა არადასავლურია, კრემლურია , და ეს ნაცქოცმოქკავშირი სატელიტებით , იმ ძალის დასმულია !
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები