99 ლარი ანგარიშზე - რა ქონებას ფლობს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია - კვირის პალიტრა

99 ლარი ანგარიშზე - რა ქონებას ფლობს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია

2020 წლის 30 მაისს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია უძრავ/მოძრავ ქონებას არ ფლობს.

მისმა შემოსავალმა, პრემიერის პოსტზე 2019 წლის სექტემბერ-დეკემბერში 12 854 ლარი; ხოლო იქამდე შს მინისტრის პოსტზე - 41 986 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში, საბანკო ანგარიშზე 99 ლარი ჰქონდა.

რაც შეეხება მის მეუღლეს, დეკლარაციის მიხედვით, ის ფლობს მსუბუქ ავტომობილს - ტოიოტა RAV4-ს, რომელიც 2016 წელს აქვს შეძენილი.

მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშებზე - 1 161 ლარი; 553 396 დოლარი და 393 ევრო ჰქონდა. მისმა შემოსავალმა გასულ წელს ავერსის ცენტრალურ კლინიკაში ექიმი-ბაქტერიოლოგის პოზიციაზე 10 175 ლარი შეადგინა. ასევე მისმა წლიურმა გასავალმა უძრავი ქონების ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე - 6 500 ლარი შეადგინა. გაგრძელება

იხილეთ ასევე: ვინ არის პრემიერ გიორგი გახარიას მეუღლე?