99 ლარი ანგარიშზე - რა ქონებას ფლობს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია
04-06-2020
99 ლარი ანგარიშზე - რა ქონებას ფლობს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია
2020 წლის 30 მაისს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია უძრავ/მოძრავ ქონებას არ ფლობს.

მისმა შემოსავალმა, პრემიერის პოსტზე 2019 წლის სექტემბერ-დეკემბერში 12 854 ლარი; ხოლო იქამდე შს მინისტრის პოსტზე - 41 986 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში, საბანკო ანგარიშზე 99 ლარი ჰქონდა.

რაც შეეხება მის მეუღლეს, დეკლარაციის მიხედვით, ის ფლობს მსუბუქ ავტომობილს - ტოიოტა RAV4-ს, რომელიც 2016 წელს აქვს შეძენილი.

მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში
საბანკო ანგარიშებზე - 1 161 ლარი; 553 396 დოლარი და 393 ევრო ჰქონდა. მისმა შემოსავალმა გასულ წელს ავერსის ცენტრალურ კლინიკაში ექიმი-ბაქტერიოლოგის პოზიციაზე 10 175 ლარი შეადგინა. ასევე მისმა წლიურმა გასავალმა უძრავი ქონების ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე - 6 500 ლარი შეადგინა. გაგრძელება
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?