"გახარიას გადადგომის შესახებ "გაჟონვამ" თავისი პოლიტიკური ამოცანა შეასრულა" - რას წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში?
"გახარიას გადადგომის შესახებ "გაჟონვამ" თავისი პოლიტიკური ამოცანა შეასრულა" - რას წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში?
ბოლო რამდენიმე დღეა მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობის დატოვებას აპირებს. აღნიშნულს უსაფუძვლო ჭორებს უწოდებენ მმართველ გუნდში და ამბობენ რომ გახარია არსად წასვლას არ აპირებს.

ექსპერტი გია ხუხაშვილი გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტს აქვეყნებს:

"ვფიქრობ, რომ გახარიას გადადგომის შესახებ "გაჟონვამ" თავისი პოლიტიკური ამოცანა შეასრულა.
კარგად დაანახა ბიძინასაც და შიდა ინტრიგანებსაც, რომ გახარიას იქით გზა არა აქვთ.
ეჭვიანობის შემოტევების, პატარა მამაძაღლების ამბიციების დასაცხრობად კი ჯობია არჩევნებამდე
აბი გლუკოზა მიიღონ", - წერს გია ხუხაშვილი "ფეისბუკში". (წყარო)



ნანა
05 ივნისი 2020 12:28
მე, ისე როგორც ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა, ძალიან დიდ პატივს ვცემ გიორგი გახარიას, მაგრამ შეუცვლელი ადამიანები არ არსებობენ.
ქართულ ოცნებას ბევრი ნიჭიერი ადამიანი ჰყავს გუნდში, სწორედ მათი ერთობლივი მუშაობის შედეგია კორონავირუსის პანდემიის პირველი ეტაპის წარმატებით გადალახვა. ერთი ადამიანი ყოველთვის შეიძლება შეიცვალოს მეორე ადამიანით ისე, რომ შედეგები არ შეიცვალოს.
გუნდს 2020 წლის ოქტომბრის არჩევნებზე წარმატებებს ვუსურვებ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები