"გახარიას გადადგომის შესახებ "გაჟონვამ" თავისი პოლიტიკური ამოცანა შეასრულა" - რას წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში? - კვირის პალიტრა

"გახარიას გადადგომის შესახებ "გაჟონვამ" თავისი პოლიტიკური ამოცანა შეასრულა" - რას წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში?

ბოლო რამდენიმე დღეა მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობის დატოვებას აპირებს. აღნიშნულს უსაფუძვლო ჭორებს უწოდებენ მმართველ გუნდში და ამბობენ რომ გახარია არსად წასვლას არ აპირებს.

ექსპერტი გია ხუხაშვილი გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტს აქვეყნებს:

"ვფიქრობ, რომ გახარიას გადადგომის შესახებ "გაჟონვამ" თავისი პოლიტიკური ამოცანა შეასრულა.

კარგად დაანახა ბიძინასაც და შიდა ინტრიგანებსაც, რომ გახარიას იქით გზა არა აქვთ.

ეჭვიანობის შემოტევების, პატარა მამაძაღლების ამბიციების დასაცხრობად კი ჯობია არჩევნებამდე აბი გლუკოზა მიიღონ", - წერს გია ხუხაშვილი "ფეისბუკში". (წყარო)

იხილეთ ასევე: ღარიბაშვილი "ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად, ოქრიაშვილი და ენუქიძე - კვლავ მაჟორიტარებად?! - რა ხდება "ქართული ოცნების" კულუარებში?