"თუ ქვეყნის გადარჩენა გინდათ, ემზადეთ რევოლუციისთვის" - რა რჩევებს უგზავნის გიორგი არველაძე ქართულ ოპოზიციას
04-06-2020
"თუ ქვეყნის გადარჩენა გინდათ, ემზადეთ რევოლუციისთვის" - რა რჩევებს უგზავნის გიორგი არველაძე ქართულ ოპოზიციას
"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ყო­ფი­ლი ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრი და პარ­ტი­ის მხარ­დამ­ჭე­რი გი­ორ­გი არ­ვე­ლა­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ქარ­თულ ოპო­ზი­ცი­ა­სა და ყო­ფილ თა­ნა­გუნ­დე­ლებს მი­მარ­თავს:

"ქარ­თუ­ლი ოპო­ზი­ცია ამაზ­რზე­ნად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. ქვე­ყა­ნა შიმ­ში­ლის და სრუ­ლი სი­ღა­ტა­კის ზღვარ­ზეა და ესე­ნი პი­ლი­ტი­კუ­რი იწი­ლო-ბი­წი­ლო­თი, არარ­სე­ბუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბის და მან­და­ტე­ბის გა­ყო­ფით არი­ან და­კა­ვე­ბულ­ნი. გონს მო­დით დრო­ზე! სულ ფე­ხებ­ზე კი­დია ხალ­ხს რაზე შე­თან­ხმდე­ბით და რაზე ვერა. რე­ა­ლურ, ხალ­ხი­სა და ქვეყ­ნის პრობ­ლე­მებს მი­ხე­დეთ! უდი­დე­სი გა­სა­ჭი­რია ხალ­ხში! ეგრე რომც შე­თან­ხმდეთ, ნუ­ლე­ბის ჯა­მიც და ნამ­რავ­ლიც ნუ­ლის
ტო­ლია!

რო­გორც ჯერ კი­დევ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერ­თგუ­ლი მხარ­დამ­ჭე­რი მო­გი­წო­დებთ:

1 - და­უ­ყოვ­ნებ­ლივ შე­წყვი­ტოთ ამ ვი­თომ ერ­თო­ბის ტა­კი­მას­ხა­რო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა! ერ­თო­ბა კარ­გია, მაგ­რამ მხო­ლოდ მათ­თან ვინც შე­მო­გი­ერ­თდე­ბათ. ყვე­ლა ნა­ყარ­ნუ­ყარ­თან და არა­რა­ო­ბას­თან ერ­თად ჯდო­მა და ღლი­ცი­ნი სა­მარ­ცხვი­ნოა.

2 - და­უ­ყოვ­ნებ­ლივ შე­წყვი­ტოთ პო­ლი­ტი­კურ პრო­ცეს­ზე, გა­რი­გე­ბებ­ზე, კონ­სულ­ტა­ცი­ებ­ზე, ერ­თმა­ნეთ­ში შე­თან­ხმე­ბებ­ზე და
უთან­ხმო­ე­ბებ­ზე სა­ჯა­რო გა­მოს­ვლე­ბი. მი­თუ­მე­ტეს შე­წყვი­ტეთ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე და სა­არ­ჩევ­ნო სი­ებ­ზე ლა­პა­რა­კი. ხალ­ხს ეზი­ზღე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სი, ამ თე­მა­ზე გა­კე­თე­ბუ­ლი ყვე­ლა გან­ცხა­დე­ბა გა­ჩი­ა­ვებთ და მხო­ლოდ იმ მო­საზ­რე­ბას ამ­ყა­რებს, რომ ზრუ­ნავთ სა­კუ­თარ თავ­ზე, სა­კუ­თარ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე და სა­ვარ­ძლებ­ზე. ეს გუ­ლის ამ­რე­ვია. (არა­და ვიცი, რომ ასე არ არის).

3 - იბ­რძო­ლეთ იქ, სა­დაც ხალ­ხს უჭირს, იყა­ვით იქ, სა­დაც ხალ­ხის და ქვეყ­ნის ნამ­დვი­ლი პრობ­ლე­მე­ბია! იჩხუ­ბეთ იქ, სა­დაც ქვე­ყა­ნა ინ­გრე­ვა! ხალ­ხი შიმ­ში­ლის ზღვარ­ზეა და უამ­რა­ვი უდი­დე­სი პრობ­ლე­მაა, რა­ზეც უნდა უწყვე­ტად, ხმის ჩახ­ლეჩ­ვამ­დე ხა­ო­დეთ... და არა ტრი­ბუ­ნას­თან ოფის­ში ბრი­ფინ­გე­ბით, არა­მედ ად­გი­ლებ­ზე! სო­ცი­ა­ლუ­რი სა­სო­წარ­კვე­თა სუ­ფევს ქვე­ყა­ნა­ში. ხალ­ხს სა­კუ­თა­რი ხმის გა­გო­ნე­ბა უნდა და არა თქვე­ნი!

4 - მუდ­მი­ვად ამ­ხი­ლეთ, უწყვე­ტად ამ­ხი­ლეთ და კი­დევ ამ­ხი­ლეთ ივა­ნიშ­ვი­ლი, გა­ხა­რია და მათი მო­ღა­ლა­ტე, მა­ტყუ­ა­რა, გა­დამგდე­ბი, გა­ღო­რე­ბუ­ლი მთავ­რო­ბის ყვე­ლა წევ­რი, ყვე­ლა მავ­ნებ­ლო­ბა, ყვე­ლა ბო­რო­ტე­ბა! არ და­ი­ღა­ლოთ მხი­ლე­ბით!

5 - შე­წყვი­ტეთ თა­ვის და ხალ­ხის მო­ტყუ­ე­ბა, რომ არ­ჩევ­ნე­ბით რამე შე­იც­ვლე­ბა! არ­ჩევ­ნე­ბი აღარ არ­სე­ბობს! თუ გა­მარ­ჯვე­ბა და ქვეყ­ნის გა­დარ­ჩე­ნა გინ­დათ, თუ გაქვთ ლი­დე­რო­ბის ამ­ბი­ცია, და თუ ჯერ კი­დევ არ ჩა­გიქ­ნე­ვი­ათ ხელი სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვალ­ზე, ემ­ზა­დეთ რე­ვო­ლუ­ცი­ის­თვის! გა­ფიც­ვე­ბი, პი­კე­ტი­რე­ბა, და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბა... რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი კო­მი­ტე­ტე­ბი ქა­ლა­ქებ­სა და სოფ­ლებ­ში. შექ­მე­ნით წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის რაზ­მე­ბი მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, რომ­ლე­ბიც მუდმვად ჩაბ­მულ­ნი იქ­ნე­ბი­ან ქვეყ­ნის მას­შტა­ბით მცი­რე აქ­ცი­ებ­სა და ოპე­რა­ცი­ებ­ში, თუ სა­ჭი­როა შე­ტა­კე­ბებ­შიც... რომ­ლე­ბიც სა­ჭი­რო დროს დად­გე­ბი­ან სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებ­თან ნარ­კო­მა­ნი ძვე­ლი ბი­ჭე­ბის­თვის პა­სუ­ხის გა­სა­ცე­მად... რო­მელ­თაც სა­ჭი­რო დროს ექ­ნე­ბათ ჩა­ფხუ­ტიც, რომ გა­უძ­ლონ პო­ლი­ცი­ის ხელ­კეტს, სათ­ვა­ლეც და პირ­ბა­დეც, რომ და­იც­ვან თავი ცრემლსა­დე­ნი გა­ზის­გან და რეპ­რე­სი­უ­ლი სის­ტე­მის მიერ ამოც­ნო­ბის­გან. არ­ჩევ­ნებს მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში მი­ე­ცე­მა აზრი თუ რე­ვო­ლუ­ცი­ის­თვის იქ­ნე­ბით მზად". (წყარო)
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით