რას სთხოვს ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ქართულ მხარეს? - კვირის პალიტრა

რას სთხოვს ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ქართულ მხარეს?

ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ქართულ მხარეს სთხოვს, გადასცეს მეორე მსოფლიო ომში გარდაცვლილი ეთნიკურად ოსი მეომრების ნეშტები. ამის შესახებ ცხინვალის საინფორმაციო სააგენტო "რესი" იუწყება.

"ვფიქრობ, იმ ვითარებიდან გამომდინარე, რომელიც საქართველოში შეიქმნა, მზად ვართ მივიღოთ ჩვენი გმირების ნეშტები, ჩავუტაროთ ექსჰუმაცია და დავკრძალოთ აქ სრული სამხედრო პატივით", - აღნიშნა ბიბილოვმა.

მისი თქმით, ეს წინადადება საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია გაიგოს, როგორც ოფიციალური მიმართვა.

"ინტერპრესნიუსი"