"უნდა ვასწავლოთ ქართველებს, რომ დაისვენონ საქართველოში და ფული საქართველოს ტურიზმში გადაიხადონ"
"უნდა ვასწავლოთ ქართველებს, რომ დაისვენონ საქართველოში და ფული საქართველოს ტურიზმში გადაიხადონ"
უნდა ვასწავლოთ ქართველებს, რომ დაისვენონ საქართველოში და ფული საქართველოს ტურიზმში გადაიხადონ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ იმერეთის რეგიონში ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, შიდა ტურიზმსაც თავისი ეკონომიკური ძალა აქვს და ის საკმაოდ სერიოზულ მოთხოვნას დააგენერირებს.

"დღეს ჯანდაცვის სამინისტრო იმერეთის რეგიონში უკვე რამდენიმე სასტუმროს ამოწმებს, ხარისხით მზად ვინ არის, რომ როგორც კი გაიხსნება, ტურისტები მიიღოს. მოგეხსენებათ, პირველ ეტაპზე შიდა ტურიზმის გაიხსნება და დარწმუნებული ვარ, რომ შიდა ტურიზმიც საკმაოდ
სერიოზულ მოთხოვნას დააგენერირებს. ფაქტია, რომ დღეს ქართველები საზღვარგარეთ დასასვენებლად ვერ წავლენ და ბოლო რამდენიმე წელია, ძალიან შეუყვარდათ (არ ვიტყვი სად სიარული, ვიღაცას რომ არ ვაწყენინო). ამიტომ, პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, უნდა ვასწავლოთ ქართველებს, რომ დაისვენონ საქართველოში და ფული საქართველოს ტურიზმში გადაიხადონ. შიდა ტურიზმსაც თავისი ეკონომიკური
ძალა აქვს. ეს სწრაფად უნდა ვისწავლოთ, სტანდარტები დავაკმაყოფილოთ და შემდგომ უკვე მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ უცხოეთიდან სტუმრები მივიღოთ. რთული იქნება, რადგან ეს ყველაფერი უკიდურესად ფრთხილად და გონივრულად არის გასაკეთებელი, თუმცა ყველაფერი შესაძლებელია. მეტსაც გეტყვით, შესაძლოა, ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ვიყოთ, რეგიონში ერთმნიშვნელოვნად პირველები ვიქნებით, ვინც ამ პროგრესს შეინარჩუნებს",-განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიას განცხადებით, სავარაუდოდ, ისრაელი იქნება პირველი ქვეყანა, საიდანაც საქართველო ტურისტებს მიიღებს.

ეს პანდემია გლობალური გამოწვევაა და ჩვენ ცალკე აღებული ქვეყანა მარტო ამას ვერ გავუმკლავდებით. ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ორმხრივ ფორმატში, კონკრეტულ სახელმწიფოებთან და პირველი როგორც ჩანს, იქნება ისრაელი, საიდანაც შემოვიყვანთ ტურისტებს და რა თქმა უნდა, ისრაელისთვის ორი ძირითადი მიმართულებაა, ქუთაისი პირველ რიგში და შემდგომ ბათუმი. ამიტომ მზად უნდა ვიყოთ", - განაცხადა პრემიერმა.

"ინტერპრესნიუსი"

ალექს
11 ივნისი 2020 09:11
მარტო ეგ არა , ღვინის ცნობაც უნდა ასწავლო , მაგათ ვერ გაიგეს , რომ გაკეთებული ღვინო გენეტიკურ კოდს ცვლის და ერთი ორჯერ რომ ჟვაპეს დალევს , ქართველობას კარგავს შთამომავლობა, ამაზე ცუდი საქმე აღა მაჰმად ხანს არ უქნია , ძირს ღვინის ფალსიფიკატორები და მისი მომხმარებლები !
მოკვეთილ იქნას იგი , ვინც ფალსიფიცირებულ ღვინოს აწარმოებს და ყიდის , ბრიშტი მაგათ , ვინც დალევს იმათ გაფრთხილება , იცოდეთ დაკარგავთ ქართველობას, თუკი კიდევ ჟვაპეს დალევთ , არაყიც ეროვნულ კოდზე ძალიან ცუდად მოქმედებს, ღვინო კარგია ქვევრისა, გინა წითელი , გინა თეთრი , უხდება ქალბატონებს ვარდისფერიც, კრიმანჭული, მოგუდულად ურმული და დაიგვიანეს, ასევევ მრავალჟამიერი , ბროლის ყელსა მოგეხვიე და ჩიტო გვრიტო მარგალიტო !

რუბრიკის სხვა სიახლეები
06-07-2020
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
06-07-2020
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა