"არაფრის მოგერიდოთ, ქუთაისურად, პირდაპირ მითხარით" - ვის მიმართა გიორგი გახარიამ?
"არაფრის მოგერიდოთ, ქუთაისურად, პირდაპირ მითხარით" - ვის მიმართა გიორგი გახარიამ?
პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია იმ ქვეყნებს ასახელებს, საიდანაც საქართველო პირველ ტურისტებს მიიღებს. როგორც პრემიერმა, იმერეთის რეგიონის ტურიზმის სექტორის წარმომადგნელებთან შეხვედრაზე განაცხადა, ორმხრივი მოლაპარაკებების შედეგად საქართველოს შანსი აქვს, რომ პირველი ტურისტები ისრაელიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, ჩეხეთიდან, უნგრეთიდან, საბერძნეთიდან და ავსტრიიდან მიიღოს.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ბოლო წლებში საქართველო ტურისტულად მნიშვნელოვანი ქვეყანა გახდა და იმ ყველაფერს, რითაც მსოფლიომ საქართველო გაიცნო უნდა დაემატოს, რომ ჩვენ ეფექტურად ვმართავთ ინფექციას.

"კონკრეტული ქვეყნები საიდანაც ჩვენ რეალური შანსი გვაქვს, რომ
პირველი ტურისტები მივიღოთ, ესაა ისრაელი, ბალტიისპირეთის ქვეყნების, ჩეხეთი, უნგრეთი, საბერძნეთი, ავსტრია. ჩვენი ძირითადი ამოცანაა, რომ ის რაც ეპიდემიის გავრცელების რისკების მართვაში შევძელით, ნელ-ნელა გადავთარგმნოთ კონკრეტულ ეკონომიკურ შედეგებში და ეს შედეგია ჩამოსული ტურისტების რაოდენობა. აქ ჩვენ ერთმანეთზე ვართ დამოკიდებული. მე ვარ თქვენზე დამოკიდებული, ამ წესებს როგორ
დაიცავთ და თქვენ მთავრობაზე ხართ დამოკიდებული, ჩვენ რა რაოდენობით და კოვიდის თვალსაზრისით როგორი სუფთა ქვეყნებიდან ჩამოვიყვათ ტურისტებს. ბევრი უნდა ვიმუშაოთ, რომ სტანდარტები დავაკმაყოფილოთ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ვირუსი.

ერთადერთი შესაძლებლობაა, რომ ეს კრიზისი გამოვიყენით როგორც გამარჯვების, როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით წარმატების შესაძლებლობა ქვეყნისთვის. უნდა გვახსოვდეს ვირუსი და ბევრი უნდა ვიშრომოთ, რომ დავიზღვიოთ თავი და სტუმრებიც.

არაფრის არ მოგერიდოთ, ქუთაისურად, პირდაპირ მითხარით, რა გიჭირთ და რით შეგვიძლია დაგეხმაროთ,"-მიმართა გახარიამ იმერეთის რეგიონის ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს.

"ინტერპრესნიუსი"

ალექს
11 ივნისი 2020 09:15
ქუთაისში ინტელექტუალური რესურსია და თბილისში ჯიგარი , ანუ ორვე გვინდა, ორვე , კაია გურიაც- მაგფერი არ გვყავს სხვა , უკახელოდ რა ვქნათ ?! ქართლს დავეყრდნოთ და, მეგრელები ვაფრინოთ სასწრაფო თუ გვაქვს რამე , სვანები არიერგარდში- თუ გაქრობა გვიწერია, ეგენი გაამაგრებენ ბოლო ზღურბლს , პატარას სხვა მთიელები ჩაუდგებიან სამას სამასად დაწყობილი, ასეა ძმაო, ძალა ერთობაშია , კარის მეზობელიც კაია, მითუმეტეს ერთ ეზოში თუ ცხოვრობ, ჯიგრიანი მეზობელი !
ალექს
05 ივნისი 2020 17:37
პრემიერო , სწორ გაზას ადგახარ , ათქმევინო უნდა ხალხს რა იდეები აქვთ გულში და ვერ ამხელენ , იციან, არ მოუსმენენ, ან მოპარავენ იდეას ! ახალგაზრდა კი ხარ, ვერ შეესწრებოდი და მე კი ვარ იმ დროს დაბადებული , როცა იყო ეგეთი საქმე - "პისმა სტალინუ" , აბა იმას დააყარეს წერილები იდეებით, მზა გეგმებით , ისეთ რამეებზე , მთავრობას რომ არ დასიზმრებია და კი ყავდა იმას ,ხომ იცი მაგარი მთავრობა , მაინც წერილებიდან მეტი ამოვიდა იდეა , ცოცხალ ცოცხალი !
გააკეთე ბოქსი "წერილები პრემიერს" იდეებისათვის და არა საჩივრებისათვის (საჩივრების გააკეთოს პარლამენტის თავმჯდომარემ ,საჩივლელი თუა ვინმე, პარლამენტია !) და ნახავ ,რეებს დაგაყრიან !
ერთს,მარტივს , მაგრამ მრავალდარგობრივს, მეც გამოგიგზავნი , უფულოდ მილიონების ტრიალს უზრუნველყოფს, იმ ფულითაც შეიძლება , დღეს რომ წყალში იყრება , იქვე ნაპირზე დავაყრევინოთ, მაინც გადაყრილია და გეუბნები იბარტყებს !

რუბრიკის სხვა სიახლეები
06-07-2020
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
06-07-2020
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა