რა უპასუხა გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტის შესაძლო დატოვების შესახებ დასმულ შეკითხვას?
რა უპასუხა გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტის შესაძლო დატოვების შესახებ დასმულ შეკითხვას?
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პოსტიდან შესაძლო წასვლის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს.

"დიახ, ვიქნები", - ასე უპასუხა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვას, იქნება თუ არა "გავრილოვის ღამიდან" ერთი წლის თავზე პრემიერ-მინისტრის პოსტზე.

პრემიერის თქმით, პირადად მისთვის მნიშვნელობა არ აქვს სად იქნება, თუმცა პოსტის დატოვების თაობაზე ინფორმაცია იმდენჯერ გავრცელდა, რომ "ამაზე რეაქცია აღარ აქვს".

"დიახ, ვიქნები. ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვის მიერ და რა მიზნით არის ეს გავრცელებული. მე მინდა, თქვენ მადლობა გითხრათ
- იმუნიტეტი შემძინეთ, არანაირი რეაქცია ამაზე აღარ მაქვს, იმდენჯერ იყო ეს კითხვა დასმული. საბოლოო ჯამში კონცეპტუალურად, არანაირი აზრი არ აქვს პერსონალურად ჩემთვის, სად ვიქნები, რეალურად მთავრობაში ვიქნები, მთავრობის ხელმძღვანელი ვიქნები თუ ფერმერი ვიქნები, მე ჩემს გასაკეთელებს ყველგან გა
ვაკეთებ.

უკიდურესად მნიშვნელოვანია და პასუხისმგებლობას ვგრძნობ იმით, რასაც ვაკეთებ და საიდანაც ვაკეთებ, ამიტომ ვამბობ, რომ 20 ივნისს ისევ მოგიწევთ ჩემგან ინტერვიუს აღება.

არჩევნები ხომ შემოდგომაზეა? მერე ერთხელ ხომ გითხარით, შემოდგომაზე დავითვლით-მეთქი და შემდგომაზე დავითვლით", - განაცხადა პრემიერმა.

იხილეთ ვიდეო

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
06-07-2020
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
06-07-2020
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა