"წარმოადგინონ ერთი კონკრეტული საკითხი, სადაც კახა კალაძეს ჰქონდა ან გადაცდომა, ან ვინმეს რამე წაართვა, ან რამეზე გაურიგდა"
"წარმოადგინონ ერთი კონკრეტული საკითხი, სადაც კახა კალაძეს ჰქონდა ან გადაცდომა, ან ვინმეს რამე წაართვა, ან რამეზე გაურიგდა"
"წარმოადგინონ ერთი კონკრეტული საკითხი, სადაც კახა კალაძეს ჰქონდა ან გადაცდომა, ან ვინმეს რაიმე წაართვა, ან რამეზე გაურიგდა. ერთი ფაქტი მაინც წარმოადგინონ. მუდმივად სისულელე კითხვების რეჟიმში ვიმყოფები, სადაც არ არსებობს არანაირი საფუძველი", - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის შეკითხვას მერის მხრიდან "ილი ჯგუფის" მფარველობასთან დაკავშირებით, რომელიც თბილისის მერიას საკვები პროდუქტებით ამარაგებს.

კალაძის განცხადებით, ყველაფერი ხდება ტენდერის საფუძველზე. როგორც მან აღნიშნა, არსებობს გამარტივებული შეყიდვა, რაც "კანონით დაშვებულია".

"რამდენი წელია პოლიტიკაში
ვარ, 2011 წლიდან დაწყებული, მუდმივად ოპონენტების მხრიდან ისმის ცრუ ინფორმაციები, არანაირი დასაბუთება, არანაირი კონკრეტიკა. ძალიან მარტივია, რაღაც სისულელეს იტყვიან და მე უნდა გამოვიდე მერე, თავი ვიმართლო. 8 წლის განმავლობაში, წარმოადგინონ ერთი კონკრეტული საკითხი, სადაც კახა კალაძეს ჰქონდა ან გადაცდომა, ან ვინმეს რაიმე წაართვა, ან რამეზე
გაურიგდა. ერთი ფაქტი მაინც წარმოადგინონ. მუდმივად სისულელე კითხვების რეჟიმში ვიმყოფები, სადაც არ არსებობს არანაირი საფუძველი. ჩვენ ვაცხადებთ ტენდერს. ტენდერს აქვს თავისი წესები. თუ კომპანია ამ წესებს აკმაყოფილებს, რა თქმა უნდა, ტენდერში მონაწილეობის უფლება აქვს. ყველაფერი ხდება ტენდერის საფუძველზე. არსებობს მეორე ვარიანტი, გამარტივებული შესყიდვები, როდესაც გადაუდებელი აუცილებლობაა, ესეც კანონით დაშვებულია", - განაცხადა კალაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
06-07-2020
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
06-07-2020
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა