"ივანიშვილს გახარიას მიმართ წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება აქვს"
"ივანიშვილს გახარიას მიმართ წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება აქვს"
ფოტო:გიორგი გახარიას პრემიერად წარადგენს ივანიშვილი. 2019 წელი
"პოსტპანდემიური პერიოდი როდის­ დადგება, უცნობია. კორონავირუსის მეორე­ ტალღა ჯერ კიდევ წინ გვაქვს და რისი გაკეთება მოგვიწევს, არ ვიცით. რაც შეეხება შიდა პოლიტიკას, პრობლემაა, რომ ამომრჩევლის დიდ სეგმენტს არ სურს წარსულის სასარგებლოდ არჩევნის გაკეთება, არ მოსწონს აწმყო და ელოდება მომავალს", - ამბობს  ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან:

- გიორგი გახარიას თქვენ ყოველთვის კარგ მენეჯერად მიიჩნევდით. რას ელით მისგან წინასაარჩევნოდ?
- საარჩევნოდ გახარია შეუცვლელია. ცოდვები მასაც აქვს, თუმცა
სხვებთან შედარებით ბევრად უკეთესია.
გია ხუხაშვილი
ცხადია, გახარია მმართველ გუნდში ძალიან არ უყვართ, ბევრს აღიზიანებს და დიდი სიამოვნებითაც მოისროდნენ გუნდიდან, მაგრამ ხვდებიან, რომ ერთადერთია, ვინც შეიძლება მართლა დადოს შედეგი.

- შეგიძლიათ დააკონკრეტოთ, ვის არ უყვარს?­
- ბიძინა ივანიშვილს მის მიმართ წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება აქვს. ერთი მხრივ, ეჭვიანობს და ხვდება,
რომ მის აბსოლუტურ ძალაუფლებას საფრთხეს­ უქმნის, მეორე მხრივ, იცის, რომ უმისოდ არჩევნებზე ფონს ვერ გავა.
კბილების­ ღრჭიალით შეინარჩუნებს არჩევნებამდე, შავ სამუშაოს შეასრულებინებს და მერე გადააგდებს.

- თქვენ 20 ივნისის ღამის შემდეგაც ამბობდით, ივანიშვილი გახარიას შავ საქმეს შეასრულებინებს და გადააგდებსო.
- გახარიას იდეალიზებას არ ვცდილობ, მაგრამ კრიზისის მართვის იშვიათი­ უნარი გამოამჟღავნა და შეუცვლელი გახდა. ივანიშვილს საშუალება რომ ჰქონდეს, სხვაზე დადებდა ფსონს, მაგრამ ჯერ არა აქვს ამის ფუფუნება. ვნახოთ, ამჯერად როგორ ითამაშებს ჭადრაკს. ბევრი რამ მასზეც არ არის დამოკიდებული, ყველაფერი მისი გეგმის მიხედვით ხომ არ განვითარდება?


...
09 ივნისი 2020 09:34
Gaxaria magaria
...
09 ივნისი 2020 09:32
Davrchit mshivrebi
ალექს
09 ივნისი 2020 05:00
ჩვენი დეზინფორმატორი ექსპერტები ყვითლებია და გვართობენ , ცხრა გახარია გვაყვს გამოუყენებელი და ოცდასამიც იმნაძე სამზარეულოებში ,პოლიტიკური დაეკონომიკური სისტემა კი, ადამიანური, საღ აზრიანი , ხანგძლივ პერიოდში ეფექტურად რომ მუშაობდეს, არა! არცერთი ექსპერტი არ აკრიტიკებს არსებულ ხავსმოდებულ , ჩამომპალ სისტემას, თვითონაც მისი დამქაშ ნაწილია და იმიტომ !!
ჩაიხედეთ მათ შრომის წიგნაკებში , აქვთ თუ არა სახელმწიფო სტრუქტურებში ნამუშევარი ?!
კი ! ბრწყინავდენენ?
არა!
აბა ,მე რას მასწავლი აქ ჭკუას, თავად არა გყოფნის ?!
გახარიაწავა და ის ცხრაც არ მოვაო !
ელაპარაკე ახლა ამას,იმის მაგივრად რომ თქვას, რომ აღარ მისცე ხმა სისტემას, რომელიც გახარიებს უსარგებლოდ აქცევსო ?!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?