ჩინოსნები სახლების გარეშე - ვინ არის ყვე­ლა­ზე მდი­და­რი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნეტ­ში - კვირის პალიტრა

ჩინოსნები სახლების გარეშე - ვინ არის ყვე­ლა­ზე მდი­და­რი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნეტ­ში

ვინ არის ყველაზე მდიდარი "ქართული ოცნების" მინისტრთა კაბინეტში და ვის რა შემოსავალი აქვს? როგორც აღმოჩნდა, ქართველი მინისტრების ნაწილს უძრავი ქონება არ აქვს. საკუთარი სახლი არ გააჩნია პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს და განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს. აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა ხელმძღვანელი პირების უძრავ-მორავი ქონება კი საკმაოდ შთამბეჭდავია - მათი ნაწილი რამდენიმე სახლის, მიწის ნაკვეთის და ავტოფარეხის მფლობელია.

"ზნესპრესნიუსი" ქონებრივ დეკლარაციაზე დაყრდნობით, გთავაზობთ, თუ რა უძრავ-მოძრავ ქონებას ფლობენ მოქმედი მინისტრები:

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია - ქონებრივი დეკლარაცია 2020 წლის 30 მაისს შეავსო, რომლის მიხედვითაც, უძრავ/მოძრავ ქონებას არ ფლობს. ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გიორგი გახარიას ნდობა 2019 წლის 8 სექტემბერს გამოუცხადა.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აღნიშნულ პოსტზე 2019 წლის ივნისში დანიშნა. მის მიერ 2019 წლის 19 აგვისტოს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მინისტრის სახელზეა მხოლოდ 760 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელი სახლი თბილისში, რომელიც 2009 წელს 110 000 დოლარად შეიძინა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი აღნიშნულ პოსტს 2018 წლის გაზაფხულიდან იკავებს.

2020 წლის 29 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ინფრასტრუქტურის მინისტრი ფლობს: 182,80 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას თბილისში, რაშიც 270 000 ლარი აქვს გადახდილი; ამავე მისამართზე მდებარე 14 კვ. მეტრის ავტოფარეხს, 1 528 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს კოჯორში; 407 კვ. მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს ამავე მისამართზე და კოჯორში მდებარე 2 686 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, აღნიშულ თანამდებობას 2019 წლის აპრილიდან იკავებს. როგორც 2019 წლის 30 ნოემბერს შევსებულ დეკლარაციაშია აღნიშნული, ეკონომიკის მინისტრი ფლობს: 130,79 კვადრატული მეტრისა და 137,21 კვ. მეტრი ფართობის ორ ბინას თბილისში; ასევე დედაქალაქში მდებარე 20,3 კვ. მეტრის ავტოფარეხსა და 1 615 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს მცხეთაში. მის მფლობელობაშია ავტომობილი Mercedes Benz ML class, რომელიც მინისტრმა 2014 წელს 43 000 დოლარად შეიძინა.

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი - თანამდებობაზე 2019 წლის სექტემბერში დაინიშნა. 2019 წლის 13 ოქტომბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ღარიბაშვილი ფლობს 121,8 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას თბილისში, იმავე მისამართზე მდებარე 16 კვ. მეტრის ავტოფარეხს; დედაქალაქში მდებარე 170 კვ. მეტრისა და 159 კვ. მეტრის ბინებს, ასევე იმავე მისამართზე მდებარე ორ - 38 კვადრატული მეტრისა და 11 კვ. მეტრი ფართობის არასაცხოვრებელ ფართს. მის საკუთრებაშია ასევე, მსუბუქი ავტომობილი, 2019 წელს გამოშვებული - აუდი A8, რომელიც განვადების ხელშეკრულების თანახმად, მიმდინარე წელს 75 620 ევროდ აქვს შეძენილი იხილეთ სრულად