"ბიძინა ივანიშვილს დღეს ალტერნატივა არ ჰყავს" - კვირის პალიტრა

"ბიძინა ივანიშვილს დღეს ალტერნატივა არ ჰყავს"

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360" განაცხადა, რომ "ქართულ ოცნებას" და ბიძინა ივანიშვილს დღეს  ალტერნატივა არ ჰყავს ამ ქვეყანაში.

მინისტრმა ოპოზიციური პარტიების შესაძლებლობებზეც გააკეთა კომენტარი:

"ვინ არის გაერთიანებული ოპოზიცია, ეს არის ერთიანი მთლიანი კოლექტიური "ნაცმოძრაობა", რაც შეეხება სხვა ოპოზიციურ  ძალებს, მათ დასამტკიცებელი აქვთ ბევრი რამ. მათ უნდა დაამტკიცონ, რომ რეალურად შეუძლიათ რაღაც. რეიტინგები სულ სხვა რაღაცას მიუთითებს, დღეს ჩვენ ალტერნატივა არ გვაქვს, ამაზე შევთანხმდეთ, "ქართულ ოცნებას" დღეს ჩვენს რეალობაში ალტერნატივა არ ჰყავს. ბიძინა ივანიშვილს დღეს ალტერნატივა არ ჰყავს ამ ქვეყანაში. კეთილი ინებონ და დაელოდინ არჩევნებს, იმუშაონ ძალიან ბევრი. ოპოზიციური პარტიებიდან მომდინარეობს მხოლოდ უშინაარსო, არგუმენტებისგან დაცლილი, უსაფუძვლო ბრალდებები. ხალხს მობეზრდა ამათი საუბრების მოსმენა. "ნაციონალური მოძრაობა" არის ნომერ პირველი მტრული ძალა, მატყუარებით და თაღლითებით დაკომპლექტებული. მათ რომ შეცდომაში შეიყვანონ ესა თუ ის ადამიანი, ეს მარტივია. მათ კარგად აქვთ ის ტექნიკები შესწავლილი, რომელიც მოსახლეობის ცნობიერზე ახდენს გავლენას", - განაცახდა ირაკლი ღარიბაშვილმა.