"რეკომენდაციებს აძლევდნენ გაუწონასწორებელ და სულელ სააკაშვილსაც, მაგრამ..." - რას აცხადებს ღარიბაშვილი ექსპრეზიდენტზე? - კვირის პალიტრა

"რეკომენდაციებს აძლევდნენ გაუწონასწორებელ და სულელ სააკაშვილსაც, მაგრამ..." - რას აცხადებს ღარიბაშვილი ექსპრეზიდენტზე?

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360" განაცხადა, რომ ის "ნაციონალურ მოძრაობას" და "ევროპულ საქართველოს" ისევ ერთ ძალად მიიჩნევს.

"ბოდიში და, ყველა არჩევნებზე პოლიტიკურად ვანადგურებთ ამ ადამიანებს. მათ პერსპექტივა ამ არჩევნებშიც არ აქვთ. ნახეთ, კორონაეპიდემია და მთელი ეს კრიზისი როგორ მართა მთავარობამ, ჩვენი პარტიის თავმჯდომარის ლიდერობით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით.... მთელ მსოფლიოში უდიდესი პრეცედენტი შევქმენით. ჟურნალისტის შენიშვნაზე, რომ ამაში წვლილი მიუძღვით ექიმებს და ეპიდემიოლოგებს, რომლებიც სწორ რეკომენდაციებს აძლევდნენ მთავრობას, ღარიბაშვილმა განაცხადა:

"რეკომენდაციებს აძლევდნენ გაუწონასწორებელ და სულელ სააკაშვილსაც, რომელიც სამარცხვინო მთავარსარდალია, მან თავი მოჭრა ყველა ჯარისკაცს, ყველა გმირს მაშინ, როდესაც იფორთხიალა მიწაზე თვითმფრინავის ხმის გაგონებაზე... მასაც აძლევნდნენ რეკომენდაციებს, რაც არ გაითვალსიწინა და გახვია უბედურებაში მთელი ქვეყანა".

იხილეთ ასევე: ირაკლი ღარიბაშვილი: "რატომ დადის მელია გარეთ, გამაგებინეთ?"